რუსისტიკა
პროგრამის დასახელება: რუსისტიკა
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი რუსულ ფილოლოგიაში
პროგრამის მიზანი:
- რუსისტიკის პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი რუსული ფილოლოგიის დარგში, რომელსაც:
- შეეძლება გამოიყენოს რუსული ენა კომპეტენტურ დონეზე, სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან, როგორც ზეპირი ისე წერითი კომუნიკაციისათვის;
- ექნება რუსული ენის, როგორც სისტემის, ასევე მისი სტრუქტურის შესახებ საბაზო ცოდნა;
- ექნება ფართო ცოდნა რუსული ლიტერატურისა და კულტურის შესახებ;
- შეეძლება სხვადასხვა ტიპის რუსულენოვანი ტექსტის გაგება და ანალიზი.
ამასთან პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე, კრიტიკული ანალიზი და არგუმენტირებული მსჯელობა.
სწავლის შედეგები:
რუსისტიკის პროგრამის კურსდამთავრებული / კურსდამთავრებულს:
- შეუძლია აღწეროს რუსული ენის ძირითადი ლინგვისტური (გრამატიკული, ლექსიკური, ფონოლოგიური, სტილისტური) კატეგორიები;
- შეუძლია რუსული ლიტერატურის ისტორიის რამდენიმე პერიოდის მნიშვნელოვანი ავტორების რჩეული ნაწარმოებების განხილვა; ძირითადი თემების, კონტექსტისა და მხატვრული ხერხების ამოკითხვა და ანალიზი;
- ავლენს ფართო ცოდნას რუსეთის კულტურისა და ძირითადი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების შესახებ;
- შესაბამისი ტერმინოლოგიის, ლინგვისტური და/ან ლიტერატურათმცოდნეობითი მეთოდების გამოყენებით შეუძლია სხვადასხვა ტიპის რუსულენოვანი ტექსტის ანალიზი და მისი სხვადასხვა ენობრივი შრის აღწერა;
- ტექსტებზე მუშაობისას შეუძლია მათი გაანალიზება ისტორიული, კულტურული და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით;
- ფლობს რუსულ ენას B2 დონეზე;
- დარგობრივ დისკუსიაში მონაწილეობისას იყენებს თანმიმდევრული და არგუმენტირებული მსჯელობის უნარს;
- ამჟღავნებს დამოუკიდებლად სწავლის უნარს, შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოძიება და ანალიზი.
დასაქმების შესაძლებლობები:
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (მმსპ) გავლის შემთხვევაში);
- საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები;
- სოციალურ-ჰუმანიტარული და ბიზნესის სფეროები - თარჯიმან-რეფერენტად;
- საჯარო სექტორი: საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო;
- კულტურული ტურიზმი;
- არასამთავრობო სექტორი;
- საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები;
- მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები.
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
- ✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
- ✉ ketevan.darsania@iliauni.edu.ge
- ✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge
მიმაგრებული დოკუმენტები
2025 წლამდე ჩარიცხულთათვის
2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის