მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია

პროგრამის დასახელება: ფსიქოლოგია

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის ბაკალავრი

პროგრამის შესახებ

ფსიქოლოგის პროფესიას ძირითადად ადამიანების მოსმენისა და დახმარების სურვილის გამო ირჩევენ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ამ ადამიანებს აერთიანებთ, საკუთარი თავის უკეთ შეცნობის სურვილია.

ფსიქოლოგია ის პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება და თითოეულ ჩვენგანზე აქვს გავლენა, ხოლო თუ შენ ამ პროფესიას სიღრმისეულად იცნობ, გიმარტივდება როგორც საკუთარი თავის მართვა, ასევე გარშემომყოფებისა და მათი ქცევების გაგება, გაანალიზება, გივითარდება დაკვირვებისა და საკითხების სიღრმისეულად შესწავლის უნარი.

ილიაუნი დაგეხმარება ისწავლო ყველაფერი, რაც გაინტერესებს ფსიქოლოგიის შესახებ, აირჩიო ის მიმართულება, რომელიც შენთვის ყველაზე ახლოა.

საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგია შემუშავებულია 2011 წელს და ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ახლდება სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

ფსიქოლოგიის სპეციალობა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ადამიანის ქცევა აინტერესებს და სურს შეისწავლოს ფსიქოლოგიის თეორიები და მოდელები, ასევე ქცევის, შემეცნებითი პროცესების, ემოციური სფეროს, მოტივაციისა და პიროვნების ფსიქოლოგიის ზოგადი კანონზომიერებები და მათი ბიოლოგიური საფუძვლები. ფსიქოლოგიის პროგრამას ასწავლიან, დარგის გამოცდილი სპეციალისტები, პრაქტიკოსები, მკვლევრები, ჩართულნი საერთაშორისო პროექტებში. პროგრამა ასევე მოიცავს საბაზისო მოდულს, რომელიც მიმართულია სტუდენტის ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარების განვითარებისკენ.

პროგრამის მიზანი:

პროგრამა მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტს ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიები და მეთოდები; განუვითაროს კრიტიკული აზროვნების, ფსიქოლოგიური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, შესწავლის, ახსნისა და შეფასების უნარი. პროგრამა ასევე ორიენტირებულია სტუდენტს მისცეს ცოდნა ფსიქოლოგიის სხვა მეცნიერებებთან (საბუნებისმეტყველო, სოციალური) მიმართების შესახებ.

სწავლის შედეგები:

ფსიქოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  • ექნება ზოგადი ცოდნა ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებების, თეორიების, განვითარების ტენდენციების, მათ შორის ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისა და ემპირიული კვლევის შედეგების, შესახებ;
  • რეალურ კონტექსტში/გარემოში არსებული სხვადასხვა პრობლემის/მოვლენის ან ქცევის შესწავლის მიზნით შეძლებს დაგეგმოს და განახორციელოს კვლევა წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, შესაბამისი თეორიული ჩარჩოს გამოყენებითა და კვლევის შეზღუდვების გათვალისწინებით;
  • შეძლებს მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებას, ანალიზსა და წარმოდგენას ბაზისურ დონეზე შესაბამისი პროგრამული პაკეტის გამოყენებით;  
  • ექნება კრიტიკული აზროვნების უნარი და გააცნობიერებს ემპირიული მტკიცებულების მნიშვნელობას დასაბუთებული მსჯელობისთვის; შეძლებს კომპლექსური ინფორმაციის ანალიზს, სინთეზსა და ინტერპრეტაციას;
  • შეძლებს პროფესიულ და კვლევით საქმიანობაში ეთიკის პრინციპების დაცვას;   
  • შეძლებს ეფექტურ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • შეძლებს მოახდინოს თვითრეფლექსია, გამოამჟღავნებს ავტონომიურობას სწავლისა და უნარების განვითარების პროცესში.

დასაქმების შესაძლებლობები:

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ფსიქოლოგის დამხმარე პოზიციაზე ქვემოთ ჩამოთვლილ სექტორებსა და ორგანიზაციებში, რომლებიც ატარებენ კვლევებს ფსიქოლოგიის სფეროს საკითხებთან/პრობლემებთან დაკავშირებით ან ახორციელებენ ფსიქოსოციალურ მომსახურებას:

  • საჯარო დაწესებულებები;
  • არასამთავრობო სექტორი;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • კერძო სექტორი;
  • მასმედია;
  • ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები – საბავშვო ბაღი, სკოლა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • სამართალდაცვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანუკი ჯიქიძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
☏ (+995 32) 222 00 09
✉: anuki.jikidze@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A201

ეკა პატარიძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A302
✉  eka_pataridze@iliauni.edu.ge


მიმაგრებული დოკუმენტები 

2025 წლამდე ჩარიცხულთათვის

2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის

 

ბანერები