კინომცოდნეობა
პროგრამის დასახელება: კინომცოდნეობა
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კინომცოდნეობის ბაკალავრი
პროგრამის მიზანი:
- პროგრამის მიზანია მოამზადოს კინომცოდნეობის დარგში კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც:
- აქვს ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიო კინოს ისტორიის, მისი განვითარების ეტაპებისა და ჟანრების (მხატვრული (უხმო და ხმოვანი) კინო, დოკუმენტური კინო, ანიმაციური კინო) შესახებ;
- იცის კინოკრიტიკის საფუძვლები და შეუძლია კინოზე კრიტკულად წერა.
ამის გარდა, პროგრამა სტუდენტს უვითარებს დასაქმებისა და სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან ტრანსფერულ უნარებს, როგორც არის ინდვიდუალურად და ჯგუფში მუშაობის უნარი, არგუმენტირებული მსჯელობის და კრიტიკული ანალიზის უნარი, ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
სწავლის შედეგები:
- ავლენს ფართო ცოდნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოთეორიების და მათი განვითარების ისტორიის შესახებ;
- ავლენს ფართო ცოდნას ქართული კინოს ისტორიისა და განვითარების შესახებ მსოფლიო კინემატოგრაფის კონტექსტში;
- ავლენს ფართო ცოდნას მსოფლიო კინემატოგრაფის, მისი ჟანრებისა და მიმართულებების განვითარების შესახებ;
- აქვს სხვადასხვა ქვეყნის, სტილისა და ჟანრის კინო-ნაწარმოების შეცნობის და კრიტიკული ანალიზის უნარი მსოფლიოს კინოს კონტექსტის გათვალისწინებით;
- აქვს კინოში მიმდინარე თანამედროვე პროცესების და ტენდენციების ანალიზის უნარი;
- შეუძლია ფილმის კრიტიკული შეფასებისას დაეყრდნოს შესაბამის თეორიებს (თეორიულ ჩარჩოს), მოიძიოს და გამოიყენოს სხვადასხვა რელევანტური წყარო/მონაცემები, მკაფიოდ და ზუსტად ჩამოაყალიბოს არგუმენტები და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები;
- შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვითა დათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
- შეუძლია სწავლის პროცესების მართვა და შესაბამისი რესურსების გამოყენება.
დასაქმების შესაძლებლობები:
- სახელოვნებო ორგანიზაციებში;
- კულტურის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
- კინოთეატრებსა და კინოკომპანიებში, კინოსტუდიებში, ტელევიზიებში, რადიოში, ბეჭდვით (მათ შორის, გამომცემლობებში) და ციფრულ მედიაში;
- კინოფესტივალებზე;
- არქივებში;
- ხელოვნების საერთაშორისო და ადგილობრივ შემოქმედებით მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებში;
- საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრში;
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
- ✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
- ✉ natia.burjanadze@iliauni.edu.ge
- ✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge
მიმაგრებული დოკუმენტები
2025 წლამდე ჩარიცხულთათვის
2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის