საფრანგეთისმცოდნეობა
პროგრამის დასახელება: საფრანგეთისმცოდნეობა
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი ფრანგულ ფილოლოგიაში
პროგრამის მიზანი:
- საფრანგეთისმცოდნეობის პროგრამის მიზანია მოამზადოს ფრანგული ფილოლოგიის კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც / რომელსაც:
- დაუფლებული იქნება ფრანგულ ენას, როგორც საკომუნიკაციო საშუალებას;
- ექნება საბაზო ცოდნა ფრანგული ენის სტრუქტურისა და მისი სისტემური თავისებურებების შესახებ;
- დაუფლებული იქნება ფრანგულენოვან ლიტერატურას, საფრანგეთის კულტურასა და ისტორიას;
- ფრანგულენოვან ტექსტებზე და დისკურსებზე მუშაობისას შეძლებს განსხვავებული ტიპის ტექსტებისა და განსხვავებული ჟანრის დისკურსების ანალიზს კულტურული, სოციალური და ისტორიული კონტექსტების გათვალისწინებით.
ამასთან პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე, კრიტიკული ანალიზი და არგუმენტირებული მსჯელობა.
სწავლის შედეგები:
- საფრანგეთისმცოდნეობის პროგრამის კურსდამთავრებული / კურსდამთავრებულს:
- შეუძლია დაასახელოს და აღწეროს თანამედროვე ფრანგული ენის ძირითადი მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური და სტილისტური კატეგორიები;
- შეუძლია ფრანგული ლიტერატურის ისტორიის ძირითადი პერიოდების ჩამოთვლა, მნიშვნელოვანი წარმომადგენლების რჩეული ნაწარმოებების სიუჟეტების / თემატიკის და მთავარი ტენდენციების აღწერა;
- შეუძლია აღწეროს საფრანგეთის კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები;
- შეუძლია სხვადასხვა ტიპის ფრანგულენოვანი ტექსტისა და სხვადასხვა ჟანრის დისკურსის კრიტიკული ანალიზი და ინტერპრეტაცია;
- სხვადასხვა ტიპის ტექსტებსა და სხვადასხვა ჟანრის დისკურსებზე მუშაობისას წარმატებით იყენებს ლინგვისტური ანალიზის და/ ან ლიტერატურათმცოდნეობითი მეთოდების ელემენტებს და შეუძლია მათი გაანალიზება ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;
- ფლობს ფრანგულ ენას B2 დონეზე და შეუძლია შესაბამისი სირთულის დარგობრივი და ლიტერატურული ტექსტებისა და დისკურსების გაგება, ინტერპრეტაცია და თარგმნა;
- შეუძლია სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან დარგობრივ საკითხებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია და არგუმენტირებული მსჯელობა;
- სწავლის პროცესში შეძენილი კომპეტენციების საფუძველზე შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვა, ინფორმაციის მოძიება და მისი დამუშავება.
დასაქმების შესაძლებლობები:
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (მმსპ) გავლის შემთხვევაში);
- საერთაშორისო-კულტურული ურთიერთობები - საელჩოს/საკონსულოს თანამშრომლად;
- საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები;
- სოციალურ-ჰუმანიტარული და ბიზნესის სფეროები - თარჯიმან-რეფერენტად;
- საჯარო სექტორი: საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო;
- კულტურული ტურიზმი;
- არასამთავრობო სექტორი;
- საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები;
- მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: ფრანგულენოვანი გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები.
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
- ✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
- ✉ ketevan.darsania@iliauni.edu.ge
- ✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge
მიმაგრებული დოკუმენტები
2025 წლამდე ჩარიცხულთათვის
2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის