თავისუფალი მეცნიერებები
პროგრამის დასახელება: თავისუფალი მეცნიერებები
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: თავისუფალი მეცნიერებების ბაკალავრი
პროგრამის მიზანი:
თავისუფალი მეცნიერებების / ლიბერალური განათლების (Liberal Arts) მნიშვნელობა:
დღევანდელი სამყარო სწრაფად ცვალებადია. თანამედროვე ადამიანს შესაძლოა განსხვავებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სისტემებში ცხოვრება მოუწიოს. ამიტომ, ერთ სფეროში დახელოვნებული ადამიანი მალე აღმოაჩენს, რომ მისი ვიწროდ სპეციალიზებული ცოდნა მოძველდა და იგი ნაკლებ კონკურენტული გახდა. თავისუფალი მეცნიერებები კი ფართო და ინტერდისციპლინური პროგრამაა. ის მრავალფეროვან ცოდნას და უნარს აძლევს ადამიანს, რაც მას თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება. თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომლებიც პოლიტიკის, ისტორიის, ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგებში მიღებული ფართო, ინტერდისციპლინური ცოდნის, განვითარებული კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების საფუძველზე კომპლექსური სამყაროს და მასში არსებული თანამედროვე გამოწვევების დაძლევას შეძლებენ. თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის სტუდენტები კლასიკურ ტექსტებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოკვლევით ერთვებიან ანტიკურობიდან დღემდე წარმოქმნილ ფუნდამენტურ შეკითხვებზე მსჯელობაში. ისინი განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის ბუნება და დანიშნულება, მისი ადგილი საზოგადოებასა და პოლიტიკაში, სახელმწიფოს შექმნა და გარდაქმნა, სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართება, თავისუფლება და ბედნიერება. ამით მათ საშუალება ეძლევათ მარადიული შეკითხვები და კომპლექსური თანამედროვე პრობლემები დაინახონ ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან, რაც მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.
პროგრამა სტუდენტს უვითარებს დასაქმებისა და სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან ტრანსფერულ უნარებს, ქართულ და ინგლისურ ენებზე ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარს და აკადემიური კეთილსინდისიერების, ეთიკური პრინციპების დაცვას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.
სწავლის შედეგები:
თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის კურსდამთავრებულს/კურსდამთავრებული:
- აქვს ფართო ცოდნა პოლიტიკის, ისტორიის, ფილოსოფიის, ლიტერატურის და ხელოვნების დარგებში ძირითადი იდეების, კონცეფციებისა და პრინციპების შესახებ;
- შეუძლია ანტიკურობიდან დღემდე წარმოქმნილი ფუნდამენტური შეკითხვების იდენტიფიცირება, მათი შედარება, სინთეზი და დაკავშირება თანამედროვე კომპლექსურ გამოწვევებთან;
- შეუძლია გამოწვევების, დილემების, რესურსების განსაზღვრა, კრიტიკულად შეფასება და მათზე დაყრდნობით ორიგინალური, ლოგიკური და კომპლექსური მსჯელობის აგება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
- შეუძლია გამოიკვლიოს აქტუალური პრობლემა სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში, წინასწარ განსაზღვრული მითითებებისა და მეთოდების საფუძველზე;
- შეუძლია სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან ქართულ და ინგლისურ ენებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
- აქვს ინდივიდუალურად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარები;
- შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის შეფასება, მართვა, ინფორმაციის სანდოობის განსაზღვრა და საჭირო რესურსების გამოყენება.
დასაქმების შესაძლებლობები:
კურსდამთავრებულსი შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა პროფილის საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორის დაწესებულებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია: მასმედიის, ლიტერატურის და ხელოვნების, კულტურის ან პოლიტიკის, სამუზეუმო, საგანმანათლებლო და საგამომცემლო სფეროებთან.
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს შემდგომ საფეხურზე - მაგისტრატურაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
✉ natia.tvaliashvili@iliauni.edu.ge
✉ eka_pataridze@iliauni.edu.ge
მიმაგრებული დოკუმენტები
2025 წლამდე ჩარიცხულთათვის
2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის