მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მუსიკა

მუსიკა

პროგრამის დასახელება: მუსიკა

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი სამუსიკო ხელოვნებაში

პროგრამის მიზანი:

  • საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მუსიკის სფეროს ძირითადი კონცეფციების, თეორიებისა და მიდგომების ფართო ცოდნისა და მრავალმხრივი შემოქმედებითი უნარ-ჩვევების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტი.
  • პროგრამა საშუალებს აძლევს სტუდენტს საშემსრულებლო ხელოვნებისა და ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის სფეროებში სპეციალიზაციასა და საკუთარი მუსიკალური ინტერესების განვითარებასთან ერთად, მიიღოს ფართო და მრავალმხრივი განათლება მუსიკის თეორიას, ისტორიასა და ეთნომუსიკოლოგიაში.
  • პროგრამა ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, კერძოდ, კარდიფის, ლიდსის, იორკის, სასექსის უნივერსიტეტების (დიდი ბრიტანეთი), კალიფორნიის სან მარკოს, პენსილვანიის შტატის, ვაშინგტონის სენტ-ლუის (აშშ) უნივერსიტეტებისდა სხვა, მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების სამუსიკო ხელოვნების პროგრამების გამოცდილებას.

პროგრამა ასევე ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა კრიტიკული ანალიზის, არგუმენტაციისა და მსჯელობის, ქართულ და უცხოურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ინდივიდუალურად და გუნდში ეფექტიანად მუშაობის უნარი.

სწავლის შედეგები:

  • ავლენს ზოგად ცოდნას მუსიკის შესახებ ფართო ისტორიულ, სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, ეკონომიკურ, სულიერ და რელიგიურ კონტექსტში; ასევე, მუსიკის ადგილის, როლისა და მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ცხოვრებაში საგანმანათლებლო, პროფესიული თუ საზოგადოებრივი კუთხით;
  • ავლენს ფართო ცოდნას მუსიკის ისტორიის ძირითადი ეტაპების, უმნიშვნელოვანესი სტილებისა და ჟანრების და მათთან დაკავშირებული მუსიკალური მასალის შესახებ;
  • ავლენს ფართო ცოდნას მუსიკის თეორიის ფუნდამენტური საკითხების შესახებ;
  • ავლენს ფართო ცოდნას მიღებული ინფორმაციის გათავისების, მუსიკის საშუალებით გამოხატვის (მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებით) და მსმენელამდე დამაჯერებლად მიტანის არტისტული, ტექნიკური, ესთეტური და გამომსახველი საშუალებების შესახებ.

ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის კურსების ბლოკის შესწავლის შედეგად:

  • შეუძლია საკუთარი მუსიკალური/ხმოვანი იდეების/მასალის  გენერირება, ფიქსირება, რედაქტირება, ანალიზი, სინთეზი და გამოქვეყნება/გაზიარება;
  • იყენებს ტექნოლოგიურ რესურსებს მუსიკალური კომპოზიციის, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული შესრულების, მუსიკის პროდიუსინგის, ვირტუალური საკრავების შექმნის, ხმის სინთეზის, ფიქსირებისა და გამოქვეყნება/გაზიარების მიზნით;
  • შეუძლია ტექნოლოგიური რესურსების დიზაინი და შექმნა, კომპიუტერული კოდირების, პროგრამირებისა და აუდიო ელექტრონიკის მეშვეობით, როგორც ინტერფეისის დიზაინის, ისე კომპოზიციისა და შესრულების მიზნით.

საშემსრულებლო ბლოკის კურსების შესწავლის შედეგად:

  • შეუძლია მუსიკალური რეპერტუარის ფართო სპექტრის - მათ შორის უცნობი და ახალი მუსიკალური მასალის - შესწავლა, ანალიზი და შესრულება;
  • შეუძლია სოლო და ანსამბლში სხვადასხვა სტილის, ფორმის, ჟანრის და ეპოქის მუსიკის საკონცერტო პროგრამის/ნაშრომის/პროექტის/პორტფოლიოს შექმნა და მსმენელისთვის ეფექტურად პრეზენტაცია;
  • ასევე,
  • შეუძლია საკუთარი სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვა და მართვა;
  • შეუძლია ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით მუსიკის, ხელოვნების და სხვა დარგების წარმომადგენლებთან ეფექტიანი თანამშრომლობა.


დასაქმების შესაძლებლობები:

  • საკონცერტო ესტრადა (სოლო, ანსამბლის, გუნდის, ორკესტრის შემსრულებელი);
  • აკუსტიკური და ელექტროაკუსტიკური კომპოზიტორი, (როგორც დამოუკიდებელად (Freelance), ისე რომელიმე სტუდიისა თუ სამაუწყებლო კომპანიაში);
  • მუსიკის კონსულტანტი;
  • სამუსიკო სფეროს ადმინისტრატორი;
  • სფეროს პოლიტიკისა და სტრატეგიის შემქმნელი;
  • კონცერტების და სხვა საჯარო ღონისძიებების პრომოუთერი;
  • მულტიმედიური პროდუქციის (ფილმის, ვიდეოს, თეატრის, და ა.შ.) გამფორმებელი;
  • ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მუსიკოს-შემსრულებელი (დიჯეინგი, ლაივ-კოდინგი, და სხვ.);
  • ვიდეო-თამაშების ხმის დიზაინერი;
  • მექანიკური და ვირტუალური ინსტრუმენტების დიზაინერი;
  • ხმის ინჟინერი;
  • აუდიო-ინჟინერი და/ან აუდიო-ვიზუალური ინჟინერი;
  • აუდიო-ვიზუალური ტექნიკოსი;
  • მიქსერი;
  • ბუმ-ოპერატორი;
  • ვიდეო/აუდიო რედაქტორი;
  • სხვადასხვა ტიპის შემოქმედებით სტუდიების მენეჯერი (ხმის ჩამწერი, საკონცერტო და სხვ.);
  • სტუდიის ასისტენტი;
  • მუსიკის პროდიუსერი;
  • ივენთ-სპეციალისტი;
  • სპეციალური სასერტიფიკატო კურსის/პროგრამის გავლის შემთხვევაში სათემო მუსიკისა ან/და მუსიკის თერაპიის სპეციალისტი;
  • ასევე,
  • კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები;
  • მუსიკალური გამომცემლობები;
  • ტელე და რადიო მაუწყებლობა;
  • სარეკლამო კომპანიები;
  • მუსიკის პროდიუსინგის კომპანიები;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები და სპეციალიზებული სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • აკადემიური სტრუქტურები;
  • და სხვ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სალომე დალაქიშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
Salome.dalakishvili@iliauni.edu.ge

ქეთი ჯაბახიძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A302
keti_jabakhidze@iliauni.edu.ge


მიმაგრებული დოკუმენტები

2025 წლამდე ჩარიცხულთათვის

2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის

ბანერები