პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს პოლიტიკის მეცნიერებების კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებული, რომელსაც ექნება ფართო ცოდნა პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი ქვედარგების (საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო და შედარებითი პოლიტიკისა და პოლიტიკის თეორიის), პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პროცესების შესახებ და შეძლებს პოლიტიკური მოვლენის/ფენომენის ანალიზს, ინტერპრეტაციასა და ახსნას პოლიტიკური მეცნიერების პრიზმიდან შესაბამისი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.
პროგრამა ასევე ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: კრიტიკული ანალიზის, არგუმენტაციისა და მსჯელობის, ქართულ და უცხოურ ენებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ინდივიდუალურად და გუნდში ეფექტიანად მუშაობის უნარები.
სწავლის ძირითადი მიმართულებები
პოლიტიკის მეცნიერების არჩევის შემთხვევაში სტუდენტი იღებს ფართო ცოდნას პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი ქვედარგების (საერთაშორისო ურთიერთობები, შედარებითი პოლიტიკა, პოლიტიკის ფილოსოფია), მათი ძირითადი თეორიებისა და მეთოდების შესახებ.
სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებულს
- ავლენს ფართო ცოდნას პოლიტიკის მეცნიერების საფუძვლებისა და ძირითადი ცნებების შესახებ;
- ავლენს ფართო ცოდნას პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი ქვედარგების (პოლიტიკის თეორია, საჯარო პოლიტიკა, შედარებითი პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები), მათი ძირითადი სკოლების და თეორიების შესახებ; ათვითცნობიერებს პოლიტიკური სისტემების არსს; იცნობს პოლიტიკის მეცნიერების ძირითად თანამედროვე დებატებს;
- ავლენს სოციალური კვლევის მეთოდების (თვისებრივი, რაოდენობრივი) შესახებ საბაზო ცოდნას;
- კრიტიკულად აანალიზებს პოლიტიკურ პროცესებს, ძირითად კონცეფციებს და თეორიებს;
- შეუძლია პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი თეორიებისა და მეთოდების გამოყენებით, ძირითადი პოლიტიკური პრობლემების/ფენომენების/მოვლენების იდენტიფიცირება, შეფასება (მათ შორის, ღირებულებით ჭრილში) და ინტერპრეტაცია რელევანტური ინფორმაციის/მონაცემების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, ხელმძღვანელობის ფარგლებში;
- ეფექტურად იყენებს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ფორმებს, იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს და იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს;
- გეგმავს და მართავს საკუთარ სასწავლო პროცესს და იყენებს შესაბამის რესურსებს;
სწავლის მეთოდები
სწავლების მიმდინარეობისას გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:
- ლექცია
- სემინარი
- პრაქტიკული მეთოდი
- ანალიზისა და სინთეზის მეთოდი
- პროექტები
- დემონსტრირების მეთოდი
- დისკუსია/დებატები
- რეფლექსია
- ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა
- ელექტრონული სწავლების ელემენტები
- შემთხვევის შესწავლა
დასაქმების შესაძლებლობები
- საჯარო დაწესებულებები (აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, მათზე დაქვემდებარებული სამსახურები როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები);
- შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები არასამთავრობო და კერძო სექტორში;
- საერთაშორისო ორგანიზაციები;
- მასმედია;
- შესაბამისი პროფილის აკადემიური და კვლევითი ორგანიზაციები.
პროგრამის კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია სწავლა განაგრძოს შემდგომ საფეხურზე – მაგისტრატურაში
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული – 60 კრედიტი
- შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I, II – 12 კრედიტი
- აკადემიური მუშაობის ტექნიკები – 6 კრედიტი
- სტატისტიკა – 6 კრედიტი
- ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები – 24 კრედიტი
- შესავალი კურსები კოდით INTRO – 24 კრედიტი
ძირითადი სწავლის სფერო – 120 კრედიტი
- პოლიტიკის მეცნიერების სავალდებულო კურსები კოდით SOCPOL/0/0 – 42 კრედიტი
- პოლიტიკის მეცნიერების სავალდებულო-არჩევითი კურსები კოდით 0/SOCPOL/0 – მინიმუმ 48 კრედიტი;
- პოლიტიკის მეცნიერების არჩევითი კურსები კოდით 0/0/SOCPOL – მაქსიმუმ 30 კრედიტი (აღნიშნული 30 კრედიტის არჩევა შესაძლებელია პოლიტიკის მეცნიერების სავალდებულო – არჩევითი ბლოკიდანაც)
დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი - 60 კრედიტი
მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
საუნივერსიტეტო საბაზო მოდული | 60 |
ძირითადი (major) პროგრამა | 120 |
მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები) | 60 |
ნათია თვალიაშვილი;
➳ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
✉ natia.tvaliashvili@iliauni.edu.ge