ისტორია
პროგრამის დასახელება: ისტორია
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი ისტორიაში
პროგრამის მიზანი:
ისტორიის პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც ექნება:
- საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის შესახებ ფართო ცოდნა;
- ისტორიული მოვლენების კრიტიკული შეფასების, მათი ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი წარსულის რეკონსტრუქციისა და ხელახალი გააზრებისთვის;
- საბაზო კვლევითი, მათ შორის პირველად და მეორად წყაროებთან მუშაობის, უნარი, რათა განსაზღვროს აქტუალური კითხვა და უპასუხოს მას შესწავლილი მეთოდების გამოყენებით;
- საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების ეფექტური წერილობითი და კომუნიკაციის უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ამის გარდა, პროგრამა სტუდენტს უვითარებს დასაქმებისა და სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან ტრანსფერულ უნარებს, როგორებიცაა: ინდივიდუალურად და ჯგუფში მუშაობის უნარი, არგუმენტირებული მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის უნარი, ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
სწავლის შედეგები:
- ავლენს საქართველოსა და მისი ცალკეული ეპოქების, მსოფლიოს ისტორიისა და ცივილიზაციების განვითარების ეტაპების მრავალმხრივ ცოდნას;
- შეუძლია წარსულის სხვადასხვა პერსპექტივისა და ინტერპრეტაციის იდენტიფიცირება, რელევანტური შეფასება და განხილვა მომიჯნავე დისციპლინების (მაგ.ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული,სოციალური, ეკონომიკური და სხვა) კონტექსტის გათვალისწინებით;
- ისტორიის შესწავლისას შედარებითი მიდგომით შეუძლია ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა ეპოქის ხალხები და კულტურა;
- აქტუალური ისტორიოგრაფიული პრობლემის/საკითხის შესასწავლად შეუძლია დასვას საკვლევი კითხვა და უპასუხოს მას რელევანტური თეორიების, მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით წინასწარ განსაზღვრულ მითითებათა შესაბამისად;
- შეუძლია წარსულის რეკონსტრუქციისთვის მოიძიოს პირველადი ან/და მეორეული ისტორიული წყაროები და მოახდინოს მათი კრიტიკული ანალიზი და სინთეზი;
- შეუძლია საკუთარი მოსაზრებების და არგუმენტების მკაფიოდ და თანმიმდევრულად გადმოცემა ზეპირად და წერილობით სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
- ისტორიული მოვლენების შეფასებისას იცავს ეთიკურ ნორმებს, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაყრდნობით; პატივს სცემს ცალკეულ ისტორიულ ეპოქაში სხვადასხვა ქვეყნისა და ერის განსხვავებულ ღირებულებებს, იდეებს, შეხედულებებსა და კულტურას, როგორც მსოფლიო ფასეულობათა ნაწილს;
- შეუძლია იმუშაოს ინდივიდუალურად და ჯგუფში, სწავლის პროცესში მოიძიოს და გამოიყენოს სხვადასხვა რესურსი ცოდნისა და უნარების განვითარებისთვის.
დასაქმების შესაძლებლობები:
- მუზეუმები, არქივები;
- საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები;
- ტურიზმის სფეროს ორგანიზაციები;
- შესაბამისი პროფილის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორი;
- კულტურის სამინისტრო, რეგიონული და მუნიციპალური განყოფილებები;
- კულტურული პროექტები.
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
- ✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
- ✉ natia.burjanadze@iliauni.edu.ge
- ✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge
მიმაგრებული დოკუმენტები
2025 წლამდე ჩარიცხულთათვის
2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის