გამოყენებითი ხელოვნება
პროგრამის დასახელება: გამოყენებითი ხელოვნება - მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი მხატვრულ კერამიკაში
პროგრამის შესახებ:
პროგრამა ამზადებს საჯარო სივრცეების გაფორმებისთვის კონკურენტუნარიან სპეციალისტს კერამიკის დარგში, რომელიც შეძლებს წვლილი შეიტანოს თანამედროვე საზოგადოების კულტურულ-ესთეტიკური განვითარების პროცესში. პროგრამის ფარგლებში მომზადებული კერამიკოსი გარადა საბაზისო დისციპლინებისა (ხატვა, ფერწერა, პლასტიკური ანატომია და სხვა) დაეუფლება მხატვრულ კერამიკასთან დაკავშირებულ კომპოზიციის, ტექნოლოგიების, ხელსაწყოების და მასალების გამოყენების საბაზო უნარებს, რათა შეძლოს იდეის კონცეპტუალიზაცია და მისი განხორციელება.
ამასთან, რომელიმე პროგრამზე ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტს აქვს შესაძლებლობა თავისუფალი კომპონენტის ფარგლებში აირჩიოს ნებისმიერი სასწავლო კურსი, როგორც ძირითადი ისე მომიჯნავე პროგრამიდან, რათა გაიფართოვოს შემოქმედებითი დიაპაზონი.
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია, საჯარო სივრცეების გაფორმებისთვის კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება კერამიკის დარგში, რომელიც შეძლებს წვლილი შეიტანოს თანამედროვე საზოგადოების კულტურულ-ესთეტიკური განვითარების პროცესში. პროგრამის ფარგლებში მომზადებული კერამიკოსი:
დაუფლებული იქნება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის საბაზისო დისციპლინებსა და თეორიულ ცოდნას ხელოვნების ტრადიციული დარგებისა და უახლესი ტენდენციების შესახებ;
დაუფლებული იქნება მხატვრულ კერამიკასთან დაკავშირებულ კომპოზიციის, ტექნოლოგიების, ხელსაწყოების და მასალების გამოყენების საბაზო უნარებს, რათა შეძლოს იდეის კონცეპტუალიზაცია და მისი განხორციელება;
მზად იქნება წარმატებული პროფესიული კარიერისა და/ან შემდეგ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის.
ამასთან ერთად პროგრამა სტუდენტებს განუვითარებს ისეთ ტრანსფერულ უნარებს, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, ორიგინალური იდეებისა და კონცეფციების შესამუშავებლად ვიზუალური და თეორიული მასალის მოძიება/ანალიზი, საკუთარი შემოქმედების ეფექტური პრეზენტაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
სწავლის შედეგები:
პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:
- კურსდამთავრებული ავლენს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის სავალდებულო საბაზისო დისციპლინების ძირითადი პრინციპების, ტექნოლოგიების, კანონებისა და პრაქტიკების, ამასთან ვიზუალური ხელოვნების ტრადიციული დარგებისა და უახლესი ტენდენციების შესახებ ფართო ცოდნას;
- აღჭურვილია საბაზო უნარებით ხატვის და ფერწერის კანონების, სახატავი და ფერწერული მასალებით მუშაობის ტექნოლოგიების და პრინციპების შესახებ;
- ავლენს ცოდნას კერამიკული მასალების შესაძლებლობებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების შესახებ;
- წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, შეუძლია შექმნას საავტორო ნამუშევარი მხატვრულ კერამიკაში რელევანტური ვიზუალური და თეორიული მასალის კვლევისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი ტექნოლოგიებისა და ტექნიკების, მასალებისა და ხელსაწყოების გამოყენებით;
- საავტორო ნამუშევარში შეუძლია გამოავლინოს საკუთარი სტილი და შემოქმედებითი ხედვა;
- შემოქმედებითი იდეების განვითარებისა და განხორციელების პროცესში შეუძლია პლაგიატის თავიდან აცილება;
- შეუძლია საკუთარი შემოქმედებითი იდეების ეფექტური ზეპირი ან წერილობითი კომუნიკაცია თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
- შეუძლია ეფექტურად იმუშაოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, იზრუნოს საკუთარი ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
- შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა დარგობრივი სასწავლო რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით.
დასაქმების შესაძლებლობები:
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს დარგობრივი პროფილის მიხედვით, სახელდობრ:
- კერამიკის საწარმოები/სტუდიები;
- სამშენებლო-არქიტექტურული კომპანიები;
- კერძო და სახელმწიფო საწარმოები;
- კერძო ბიზნესი;
- სტუდიები, სახელოსნოები და სხვა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ გეთიაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
☏ (+995 32) 222 00 09 (შიდა ნომერი 209)
✉: tamari.getiashvili@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 205
თამარ ნინიკაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი D 609
✉ tamuna.ninikashvili@iliauni.edu.ge
მიმაგრებული დოკუმენტები
2025 წლამდე ჩარიცხულთათვის
2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის