მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ხელოვნებათმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ხელოვნებათმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

პროგრამის დასახელება: ხელოვნებათმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების  ისტორიისა და თეორიის ბაკალავრი

პროგრამის შესახებ

პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და რეაკრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

პროგრამა, რომელშიც მოიცავს საქართველოსა და მსოფლიოს ხელოვნების ისტორიის მთავარი მოვლენების განხილვას და შესწავლას, სტუდენტებს სთავაზობს მიიღონ ფართო ცოდნა ვიზუალური კვლევის ძირითადი მეთოდებისა და მიდგომების შესახებ, ასევე ზოგადი ცოდნა ხელოვნების ძირითადი თეორიებისა და კონცეფციების შესახებ. პროგრამა სტუდენტებს ეხმარება შეძლონ  სხვადასხვა ისტორიული ეპოქისა და ხალხის ხელოვნების ქმნილების (სახვითი და არქიტექტურული) მხატვრულ-სტილური თავისებურებების იდენტიფიკაცია  და კრიტიკული ანალიზი  კულტურული,  გლობალური, სოციალური და სხვა კონტექსტის გათვალისიწინებით;

პროგრამის მიზანი

ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც

  • ექნება ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, ვიზუალური ხელოვნების  დარგების შესახებ და აღჭურვილი იქნება ანალიტიკური უნარებით, რათა კრიტიკულად შეაფასოს ვიზუალური ხელოვნების ნიმუშები.

ამის გარდა, პროგრამა სტუდენტს უვითარებს დასაქმებისა და სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან ტრანსფერულ უნარებს, როგორც არის ინდვიდუალურად და ჯგუფში მუშაობის უნარი, არგუმენტირებული მსჯელობის და კრიტიკული ანალიზის უნარი, ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა აერთიანებს საქართველოსა და მსოფლიო ხელოვნების ისტორიას.

სწავლის შედეგები   

  1. ავლენს ფართო ცოდნას მსოფლიოს სხვადასხვა პერიოდის ხელოვნების და არქიტექტურის ისტორიის  შესახებ;
  2. ავლენს ფართო ცოდნას  ხელოვნების ძირითადი თეორიებისა და კონცეფციების შესახებ;
  3. ავლენს  ფართო ცოდნას ვიზუალური ხელოვნების ტრადიციული დარგებისა და თანამედროვე ფორმების შესახებ;
  4. აქვს ვიზუალური ხელოვნების დარგების  კვლევის უნარი;
  5. შეუძლია სხვადასხვა ისტორიული ეპოქისა და ხალხის ხელოვნების ქმნილების (სახვითი და არქიტექტურული) მხატვრულ-სტილური თავისებურებების იდენტიფიკაცია  და კრიტიკული ანალიზი  კულტურული,  გლობალური, სოციალური და სხვა კონტექსტის გათვალისიწინებით;
  6. შეუძლია კულტურული მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურულობის პატივისცემა;   აღიარებს სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების განსხვავებულ  შეხედულებებსა და კულტურას, როგორც მსოფლიო ფასეულობათა ნაწილს;
  7. შეუძლია საკუთარი მოსაზრებების და არგუმენტების მკაფიოდ და თანმიმდევრულად გადმოცემა ზეპირად და წერილობით სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

სწავლის მეთოდები

ლექცია/სემინარი; პრაქტიკული მეთოდი;ანალიზი და სინთეზი; დემონსტრირების მეთოდი; დისკუსია/დებატები; ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა; პროექტები;

დასაქმების შესაძლებლობები

  • მუზეუმები, არქივები;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებული ორგანიზაციები;
  • გალერეები, მუზეუმები,  ხელოვნების აუქციონები;
  • საარქივო, საბიბლიოთეკო სფეროს ორგანიზაციები;
  • გამომცემლობები
  • მასობრივი მედია: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო, და ახალი მედიები;
  • შესაბამისი პროფილის საჯარო, არასამთავრობო და კერძო სექტორის ორგაზანიზაციები;
  • კულტურის სამინისტრო, რეგიონული და მუნიციპალური განყოფილებები;
  • ფესტივალები;
  • ხელოვნების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები;
  • კულტურული პროექტები.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა:

  • თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული -60 კრედიტი
  • ძირითადი სწავლის სფერო - 120 კრედიტი
  • დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი - 60 კრედიტი

ზოგადი მოდული - 60 კრედიტი:

  • შესავალი თანამედროვე აზოვნებაში I, II - 12 კრედიტი
  • აკადემიური მუშაობის ტექნიკები  - 6 კრედიტი
  • სტატისტიკა-6 კრედიტი
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები - 24 კრედიტი
  • შესავალი კურსები კოდით INTRO - 12 კრედიტი:

ძირითადი სწავლის სფერო  -120 კრედიტი:

  • ხელოვნებათმცოდნეობის  პროგრამის სავალდებულო კურსები კოდით HUMHAGEN/0/0-48 კრედიტი
  • ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები კოდით 0/HUMHA/0- 48 კრედიტი
  • ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის არჩევითი კურსები კოდით 0/0/HUMHA-24 კრედიტი

დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი - 60 კრედიტი

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)      

 60

 


საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
info.arts_sciences@iliauni.edu.ge
natia.burjanadze@iliauni.edu.ge
keti_jabakhidze@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები