ლიტერატურათმცოდნეობა
პროგრამის დასახელება: ლიტერატურათმცოდნეობა
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი ფილოლოგიაში
პროგრამის მიზანი:
ლიტერატურათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას, შეისწავლოს ლიტერატურული ტექსტები ფართო კულტურულ, ისტორიულსა და საზოგადოებრივ კონტექსტში. პროგრამა სცდება რომელიმე ერთი ქვეყნის, ჟანრის, სტილის ან ეპოქის ლიტერატურის საზღვრებს. მისი მიზანია, მოამზადოს ლიტერატურათმცოდნოების დარგში კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ფართო ცოდნით ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის შესახებ და შეძლებს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზსა და ინტერპრეტაციას მათი ჟანრობრივი, ეპოქალური და ესთეტიკური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთან, პროგრამა უვითარებს სტუდენტს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარებს.
სწავლის შედეგები:
პროგრამის კურსდამთავრებული
- ხსნის ლიტერატურათმცოდნეობის ძირითად ცნებებს, პრინციპებსა და კონცეფციებს;
- აღწერს ლიტერატურული გვარებისა და ჟანრების ესთეტიკურ და სტრუქტურულ თავისებურებებს;
- განარჩევს ერთი ან მეტი ქვეყნის ლიტერატურის ისტორიის ძირითად ეპოქებსა და მიმდინარეობებს, ჩამოთვლის ამ ეპოქების / მიმდინარეობების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს და გადმოსცემს მათი პარადიგმატული ნაწარმოებების სიუჟეტსა / თემატიკას;
- უკავშირებს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შესაბამის ისტორიულ, ინტელექტუალურსა და კულტურულ კონტექსტებს;
- ახორციელებს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზსა და ინტერპრეტაციას;
- ხელმძღვანელობის პირობებში ახორციელებს კვლევითი ხასიათის პროექტს ლიტერათმცოდნეობის აქტუალური საკითხის/პრობლემის შესახე ბ და ამისთვის მოიძიებს შესაბამის რესურსებს (პირველად და მეორად წყაროებს), ახდენს მოძიებული ინფორმაციის შეფასებასა და სინთეზს;
- შეუძლია სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან თავისი იდეებისა და არგუმენტების შესახებ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია შემოქმედებითად, მკაფიოდ და დამაჯერებლად, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. იჩენს ინიციატივასა და დამოუკიდებლობას სწავლის პროცესში და ზრუნავს თავის უწყვეტ განათლებაზე.
დასაქმების შესაძლებლობები:
- მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები
- საარქივო, საბიბლიოთეკო სფერო
- საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები, არქივები
- შესაბამისი პროფილის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორი
- კულტურული პროექტები
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
- ✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
- ✉ elene.kikalishvili@iliauni.edu.ge
- ✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge
მიმაგრებული დოკუმენტები
2025 წლამდე ჩარიცხულთათვის
2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის