მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციოლოგია

სოციოლოგია

პროგრამის დასახელება: სოციოლოგია

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული  

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციოლოგიის ბაკალავრი

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს სოციოლოგიის დარგის კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულები, რომლებსაც ექნებათ ფართო ცოდნა ძირითადი სოციოლოგიური თეორიებისა და ცნებების შესახებ; აღჭურვილნი იქნებიან საბაზო კვლევითი უნარებით, მათ შორის ეთიკის სტანდარტების ცოდნით, რომელზე დაყრდნობითაც განახორციელებენ სოციოლოგიურ კვლევას წინასწარ განსაზღვრული მითითებებით რთულ, არაპროგნოზირებად გარემოში.

პროგრამა ფოკუსირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, ანალიზი, ინტერპრეტაცია, არგუმენტაცია, გუნდში ეფექტურად მუშაობა.

სოციოლოგიის პროგრამა ბაკალავრებს უქმნის სოციალურ მეცნიერებებში შემდგომი განათლების საფუძველს და ამზადებს მათ წარმატებული პროფესიული კარიერისთვის.

სწავლის შედეგები:   

კურსდამთავრებულს/კურსდამთავრებული

  • ექნება ფართო ცოდნა სოციოლოგიის ძირითადი საკითხების, კონცეფციების, ცნებების, თეორიების შესახებ და შეძლებს მის გამოყენებას სოციალური პრობლემის/საკითხის კონცეპტუალიზაციისთვის;
  • შეძლებს ძირითადი თვისებრივი ან/და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებას  აქტუალური სოციალური პრობლემის/საკითხის კვლევისა და შეფასების მიზნით წინასწარ განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;
  • შეძლებს მონაცემების მოპოვებას, აღწერას და მათ დამუშავებას შესაბამისი პროგრამების გამოყენებით;
  • შეძლებს კვლევის შედეგების ანალიზს, ინტერპრეტაციას, შეფასებას;
  • შეძლებს სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • შეძლებს საკუთარი სწავლის პროცესის შეფასებას, მართვას და საჭირო რესურსების გამოყენებას;

დაიცავს დარგში არსებულ ეთიკის ნორმებსა და სტანდარტებს კვლევის დაგეგმვის, განხორციელების, მონაცემთა ბაზის შექმნისა და კვლევითი ანგარიშის წარმოდგენისას

დასაქმების შესაძლებლობები:

  • კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
  • საჯარო დაწესებულებების კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში
  • არასამთავრობო სექტორში, კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში, კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში
  • კერძო სექტორში, კვლევის, მონიტორინგის ან მარკეტინგის ჯგუფში
  • მასმედიაში, კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელენე გელაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 201
ტელ.: +995 32 222 00 09 (128)
elene.gelashvili@iliauni.edu.ge

ეკა პატარიძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A302
✉  eka_pataridze@iliauni.edu.ge 


მიმაგრებული დოკუმენტები 

2025 წლამდე ჩარიცხულთათვის

2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის

ბანერები