მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ფილოლოგია

ქართული ფილოლოგია

პროგრამის დასახელება: ქართული ფილოლოგია

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული  

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი ქართულ ფილოლოგიაში

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ფართო თეორიული ცოდნა ქართული ენის ფონეტიკა-ფონოლოგიის, მორფოლოგიისა და სინტაქსის შესახებ, განუვითაროს ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლების, პრინციპებისა და ძირითადი თეორიების სინთეზისა და ანალიზის უნარები და შეასწავლოს დარგობრივი ტერმინოლოგია. გარდა ამისა, პროგრამა აძლევს სტუდენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიული და კულტურული კონტექსტების შესწავლის შესაძლებლობას და უვითარებს ისეთ ტრანსფერულ უნარებს, როგორიცაა წერითი და ზეპირი კომუნიკაცია, მსჯელობა და კრიტიკული ანალიზი, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა.

სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  1. აღწერს ქართული ენის სტრუქტურისა და ფუნქციონირების საბაზისო საკითხებს და ავლენს ცოდნას ენათმეცნიერების ძირითადი თეორიების შესახებ;  
  2. თეორიულად გადმოსცემს ქართული ენის ფონეტიკა-ფონოლოგიის, მორფოლოგიისა და სინტაქსის საბაზისო საკითხებს და პრაქტიკულად აანალიზებს შესაბამის ენობრივ მასალას;
  3. იცნობს დარგობრივ ტერმინოლოგიას და ფლობს საანალიზო მასალის დამუშავების მეთოდოლოგიას; 
  4. ავლენს ცოდნას ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლებისა და პრინციპების შესახებ, იცნობს ლიტერატურის თეორიის და ისტორიის ძირითად ასპექტებს;
  5. აქვს ლიტერატურული ტექსტის წაკითხვის, ანალიზისა და ინტერპრეტირების უნარი; მსოფლიო ლიტერატურის ეპოქებთან, მიმდინარეობებთან, კულტურულ სტილებთან მათი დაკავშირების უნარი;
  6. შეუძლია ქართული ლიტერატურის კონტექსტუალიზაცია, დაკავშირება ისტორიულ-პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ პროცესებთან;
  7. გამომუშავებული აქვს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიისადმი კრიტიკული, თვითრეფლექსიური მიდგომა; აქვს ლიტერატურულ ტექსტში ეთიკური, ისტორიულ-იდეოლოგიური საკითხების იდენტიფიცირებისა და კრიტიკული შეფასების უნარი;
  8. ტოლერანტობის პრინციპებზე დაყრდნობით აანალიზებს ლიტერატურულ ტექსტებს; გამოხატავს პატივისცემას ქართულისა და სხვა ენების მიმართ;
  9. საჭიროებიდან გამომდინარე პრაქტიკულად იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, საბიბლიოთეკო და ელექტრონულ რესურსებს; ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით მოქმედებს აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების გათვალისწინებით.

დასაქმების შესაძლებლობები:

  • საარქივო, საბიბლიოთეკო სფერო;
  • საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები, არქივები;
  • მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო, და ახალი მედიები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები (მხოლოდ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემთხვევაში);
  • შესაბამისი პროფილის საჯარო და კერძო სექტორი;
  • არასამთავრობო სექტორი.
  • პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს შემდეგ საფეხურზე - მაგისტრატურაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)


მიმაგრებული დოკუმენტები

2025 წლამდე ჩარიცხულთათვის

2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის

 

ბანერები