ანგლისტიკა
პროგრამის დასახელება: ანგლისტიკა
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი ინგლისურ ფილოლოგიაში
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია მოამზადოს ინგლისური ფილოლოგიის კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც/რომელსაც:
- სრულყოფილად ეცოდინება ინგლისური ენა როგორც საკომუნიკაციო საშუალება;
- აღჭურვილი იქნება ინგლისური ენის სტრუქტურისა და მისი სისტემური თავისებურებების შესახებ საბაზო ცოდნით;
- ექნება ფართო ცოდნა ბრიტანული და/ან ამერიკული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ;
- შეეძლება ინგლისურენოვანი ტექსტის განსხვავებული ტიპების არა მხოლოდ გაგება, არამედ მათი ლინგვისტური და ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი კულტურული, სოციალური და ისტორიული კონტექსტების გათვალისწინებით.
ამასთან, პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე, კრიტიკული ანალიზი და არგუმენტირებული მსჯელობა.
სწავლის შედეგები:
ანგლისტიკის პროგრამის კურსდამთავრებული / კურსდამთავრებულს:
- ავლენს ფართო თეორიულ ცოდნას ინგლისური ენის მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკისა და სტილისტიკის შესახებ;
- ავლენს ფართო ცოდნას ანგლო-ამერიკული ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლებისა და პრინციპების შესახებ;
- ავლენს ზოგად ცოდნას ბრიტანული და ამერიკული ლიტერატურის ისტორიის და საფუძვლიან ცოდნას მათი ერთ-ერთი და/ან რამდენიმე პერიოდის შესახებ;
- ავლენს ფართო ცოდნას დიდი ბრიტანეთის და/ან ამერიკის კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების შესახებ;
- შეუძლია ინგლისურენოვანი ტექსტის კრიტიკული ანალიზი, რომელიც გულისხმობს ტექსტის სხვადასხვა შინაარსობრივი შრის იდენტიფიცირებასა და ინტერპრეტაციას;
- ტექსტზე მუშაობისას იყენებს ლინგვისტური ანალიზის და ლიტერატურათმცოდნეობით მეთოდებს და მიდგომებს, და შეუძლია ინგლისურენოვანი ტექსტის გააზრება და განხილვა ადამიანური მოღვაწეობის სხვადასხვა კონტექსტის გათვალისწინებით;
- ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე;
- აქვს დარგობრივ საკითხებზე დისკუსიის წარმართვის და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
- შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, ინფორმაციის მოძიება და მისი დამოუკიდებლად ანალიზი.
დასაქმების შესაძლებლობები:
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (მმსპ) გავლის შემთხვევაში);
- საერთაშორისო-კულტურული ურთიერთობები - საელჩოს/საკონსულოს თანამშრომლად;
- საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები;
- სოციალურ-ჰუმანიტარული და ბიზნესის სფეროები - თარჯიმან-რეფერენტად;
- საჯარო სექტორი: საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო;
- კულტურული ტურიზმი;
- არასამთავრობო სექტორი;
- საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები;
- მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: ინგლისურენოვანი გაზეთები, ჟურნალები,ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები.
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
- ✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
- ✉ ketevan.darsania@iliauni.edu.ge
- ✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge
მიმაგრებული დოკუმენტები
2025 წლამდე ჩარიცხულთათვის
2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის