მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი

საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი

პროგრამის დასახელება: საერთაშორისო ურთიერთობები:ევროპა და ახლო აღმოსავლეთი

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული  

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთერთობების ბაკალავრი

პროგრამის მიზანი

საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი კონცეფციების, თეორიების და მეთოდების/მიდგომების ფართო ცოდნა, აცნობიერებს საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის ურთიერთმიმართებას ისეთ მომიჯნავე დარგებთან, როგორიცაა პოლიტიკის მეცნიერება, ისტორია, ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი და შეუძლია კრიტიკულად გაიაზროს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობის აქტუალური ასპექტები, მაგალითად, საერთაშორისო წესრიგის დინამიკა, საერთაშორისო სისტემების რეგიონული ელემენტების სპეციფიკა, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საერთაშორისო უსაფრთხოება, ეკონომიკა, სამართალი).

პროგრამა აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას, შეისწავლოს ევროპის ან ახლო აღმოსავლეთის რეგიონების ისტორიული, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ჭრილში, და დაეუფლოს რეგიონისთვის რელევანტურ ერთ-ერთ უცხოურ ენას.

ასევე, პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა კრიტიკული ანალიზის, არგუმენტაციისა და მსჯელობის, ქართულ და უცხოურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ინდივიდუალურად და გუნდში ეფექტიანად მუშაობის უნარი.

სწავლის შედეგები   

პროგრამის კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:

  1. ამჟღავნებს ფართო ცოდნას პოლიტიკური აზრის განვითარების სხვადასხვა ეტაპების და წამყვანი კლასიკური და თანამედროვე პოლიტიკური თეორიების შესახებ;
  2. ავლენს ფართო ცოდნას საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ცნებების, კლასიკური და თანამედროვე თეორიების, ასევე, დისციპლინის განვითარების ისტორიის და ძირითადი დებატების შესახებ;
  3. ავლენს ფართო ცოდნას საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი და აქტუალური ასპექტების შესახებ (მაგ.: ეროვნული უსაფრთხოება, კონფლიქტები და მშვიდობა, საერთაშორისო განვითარება, გლობალიზაცია, საერთაშორისო ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკა და ა.შ.);
  4. შეუძლია აღწეროს საერთაშორისო ინსტიტუტების/ორგანიზაციების როლი, მათი ორგანიზაციული სტრუქტურები და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები;
  5. შეუძლია გამოიყენოს ძირითადი კონცეფციები, თეორიები და მეთოდები საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ძირითადი აქტორების, ინსტიტუტების ან/და მოვლენის/პრაქტიკის კრიტიკული ანალიზისთვის;
  6. ავლენს სოციალურ მეცნიერებათა კვლევის ძირითადი მეთოდების ფართო ცოდნას
  7. ავლენს ფართო ცოდნას ევროპის ან ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე პროცესების და მოვლენების ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ასპექტების შესახებ;
  8. შეუძლია გამოავლინოს და შეისწავლოს საერთასორისო ურთიერთობების სფეროში სხვადასხვა აქტუალური საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი რეგიონის (ევროპის, ახლო ღმოსავლეთის) ჭრილში, სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის და სინთეზის საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
  9. შეუძლია, ეფექტიანი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით როგორც მშობლიურ, ასევე არჩეული რეგიონის ერთ-ერთ უცხო ენაზე;
  10. შეუძლია საკუთარი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა.

დასაქმების შესაძლებლობები

  • საჯარო დაწესებულებები (აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, მათზე დაქვემდებარებული სამსახურები როგორც ცენტრალურ ისე რეგიონულ დონეზე, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოები);
  • შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები არასამთავრობო და კერძო სექტორში;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • მასმედია;
  • შესაბამისი პროფილის აკადემიური და კვლევითი ორგანიზაციები.

საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
info.arts_sciences@iliauni.edu.ge
natia.tvaliashvili@iliauni.edu.ge
eka_pataridze@iliauni.edu.ge


მიმაგრებული დოკუმენტები

2025 წლამდე ჩარიცხულთათვის

2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის

ბანერები