ლიტერატურათმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
პროგრამის დასახელება: ლიტერატურათმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი ფილოლოგიაში
პროგრამის შესახებ
პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და რეაკრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.
ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროპასა და საქართველოში მიმდინარე კულტურულ პროცესებს ლიტერატურათმცოდნეობითი პერსპექტივიდან.
პროგრამის მიზანი
ლიტერატურათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას, შეისწავლოს ლიტერატურული ტექსტები ფართო კულტურულ, ისტორიულსა და საზოგადოებრივ კონტექსტში. პროგრამა სცდება რომელიმე ერთი ქვეყნის, ჟანრის, სტილის ან ეპოქის ლიტერატურის საზღვრებს. მისი მიზანია, მოამზადოს ლიტერატურათმცოდნოების დარგში კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ფართო ცოდნით ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის შესახებ და შეძლებს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზსა და ინტერპრეტაციას მათი ჟანრობრივი, ეპოქალური და ესთეტიკური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთან, პროგრამა უვითარებს სტუდენტს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარებს.
სწავლის ძირითადი მიმართულებები
ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამა მოიცავს ლიტერატურის თეორიისა და ანალიზის საკითხებს, ქართულსა და ევროპულ ლიტერატურას, ანტიკურ ლიტერატურას. განიხილავს ლიტერატურის საკითხებს ზოგადკულტურულ კონტექსტში.
პროგრამის ფარგლებში კურსები შეთავაზებულია შემდეგი კონტექსტების ფარგლებში: ლიტერატურული ეპოქები; ლიტერატურული თემები და ლიტერატურული მოტივები; ლიტერატურა და სხვა მედიები; დიდი მწერლები და დიადი ნაწარმოებები.
სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებული
- ხსნის ლიტერატურათმცოდნეობის ძირითად ცნებებს, პრინციპებსა და კონცეფციებს;
- აღწერს ლიტერატურული გვარებისა და ჟანრების ესთეტიკურ და სტრუქტურულ თავისებურებებს;
- განარჩევს ერთი ან მეტი ქვეყნის ლიტერატურის ისტორიის ძირითად ეპოქებსა და მიმდინარეობებს, ჩამოთვლის ამ ეპოქების / მიმდინარეობების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს და გადმოსცემს მათი პარადიგმატული ნაწარმოებების სიუჟეტსა / თემატიკას;
- უკავშირებს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შესაბამის ისტორიულ, ინტელექტუალურსა და კულტურულ კონტექსტებს;
- ახორციელებს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზსა და ინტერპრეტაციას;
- ხელმძღვანელობის პირობებში ახორციელებს კვლევითი ხასიათის პროექტს ლიტერათმცოდნეობის აქტუალური საკითხის/პრობლემის შესახე ბ და ამისთვის მოიძიებს შესაბამის რესურსებს (პირველად და მეორად წყაროებს), ახდენს მოძიებული ინფორმაციის შეფასებასა და სინთეზს;
- შეუძლია სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან თავისი იდეებისა და არგუმენტების შესახებ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია შემოქმედებითად, მკაფიოდ და დამაჯერებლად, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. იჩენს ინიციატივასა და დამოუკიდებლობას სწავლის პროცესში და ზრუნავს თავის უწყვეტ განათლებაზე.
სწავლის მეთოდები
ლექცია, სემინარი, ანალიზი და სინთეზი, ელექტრონული სწავლების მეთოდი/ელემენტები, დემონსტრირების მეთოდი, დისკუსია/დებატები, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება), ინდუქციური და დედუქციური მეთოდები, სუპერვიზია, რეფლექსია და სხვა.
სასწავლო კომპონენტების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამის განხორციელებისას შესაძლოა გამოიყენებოდეს სწავლების სხვა მეთოდიც, რომელიც წარმოდგენილია კონკრეტული კურსების სილაბუსებში.
დასაქმების შესაძლებლობები
- მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები
- საარქივო, საბიბლიოთეკო სფერო
- საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები, არქივები
- შესაბამისი პროფილის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორი
- კულტურული პროექტები
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს შემდეგ საფეხურზე - მაგისტრატურაში.
სასწავლო პროგრამის სტრუქტურა
პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი შემდეგი სქმის მიხედვით:
თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული - 60 კრედიტი:
- შესავალი თანამედროვე აზოვნებაში I, II - 12 კრედიტი
- აკადემიური მუშაობის ტექნიკები - 6 კრედიტი
- სტატისტიკა - 6 კრედიტი
- ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები - 24 კრედიტი
- შესავალი კურსები კოდით INTRO - 12 კრედიტი
ძირითადი სწავლის სფერო -120 კრედიტი:
- ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის სავალდებულო კურსები - 48 კრედიტი
- ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები - 60 კრედიტი (თითოეული სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკიდან არანაკლებ 6 კრედიტი)
- ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის არჩევითი კურსები - 12 კრედიტი (სტუდენტს შეუძლია არჩევითი კურსების ნაცვლად გაიაროს პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები)
დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი - 60 კრედიტი
მოდულის სახელწოდება |
ECTS კრედიტი |
საუნივერსიტეტო საბაზო მოდული |
60 |
ძირითადი (major) პროგრამა |
120 |
მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები) |
60 |
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
✉ elene.kikalishvili@iliauni.edu.ge
✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge