მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კინომცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

კინომცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

პროგრამის დასახელება: კინომცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კინომცოდნეობის ბაკალავრი

პროგრამის შესახებ

პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და რეაკრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

პროგრამა, რომელშიც მოიცავს საქართველოსა და მსოფლიოს  კინოს სტორიის მთავარი მოვლენების განხილვას და შესწავლას, სტუდენტებს სთავაზობს მიიღონ ფართო ცოდნა  ქართული კინოს ისტორიისა და განვითარების შესახებ მსოფლიო კინემატოგრაფის კონტექსტში; პროგრამა სტუდენტებს ეხმარება შეძლონ ფილმის კრიტიკული შეფასებისას დაეყრდნონ შესაბამის თეორიებს (თეორიულ ჩარჩოს), მოიძიონ და გამოიყენონ სხვადასხვა რელევანტური წყარო/მონაცემები.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს კინომცოდნეობის დარგში კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც:

  •  აქვს ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიო კინოს  ისტორიის,  მისი განვითარების ეტაპებისა და ჟანრების (მხატვრული (უხმო და ხმოვანი) კინო, დოკუმენტური კინო, ანიმაციური კინო) შესახებ;
  • იცის  კინოკრიტიკის  საფუძვლები და შეუძლია კინოზე კრიტკულად წერა.

ამის გარდა, პროგრამა სტუდენტს უვითარებს დასაქმებისა და სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან ტრანსფერულ უნარებს, როგორც არის ინდვიდუალურად და ჯგუფში მუშაობის უნარი, არგუმენტირებული მსჯელობის და კრიტიკული ანალიზის უნარი, ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

კინომცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა აერთიანებს საქართველოსა და მსოფლიო კინოს ისტორიას.

წავლის შედეგები   

  1. ავლენს ფართო ცოდნას მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნის კინოთეორიების და მათი განვითარების ისტორიის შესახებ;
  2. ავლენს ფართო ცოდნას ქართული კინოს ისტორიისა და განვითარების შესახებ მსოფლიო კინემატოგრაფის კონტექსტში;
  3. ავლენს ფართო ცოდნას მსოფლიო კინემატოგრაფის, მისი ჟანრებისა და მიმართულებების განვითარების შესახებ;
  4. აქვს სხვადასხვა ქვეყნის, სტილისა და ჟანრის კინო-ნაწარმოების შეცნობის და კრიტიკული ანალიზის უნარი მსოფლიოს კინოს კონტექსტის გათვალისწინებით;
  5. აქვს კინოში მიმდინარე თანამედროვე პროცესების და ტენდენციების ანალიზის უნარი;
  6. შეუძლია ფილმის კრიტიკული შეფასებისას დაეყრდნოს შესაბამის თეორიებს (თეორიულ ჩარჩოს), მოიძიოს და გამოიყენოს სხვადასხვა რელევანტური წყარო/მონაცემები, მკაფიოდ და ზუსტად ჩამოაყალიბოს არგუმენტები და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები;
  7. შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვითა დათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
  8. შეუძლია სწავლის პროცესების მართვა და შესაბამისი რესურსების გამოყენება.

სწავლის მეთოდები

ლექცია; სემინარი; პრაქტიკული მეთოდი; ანალიზის და სინთეზის მეთოდი; პროექტები;  დემონსტრირების მეთოდი; ფილმების ჩვენება და ანალიზი; დისკუსია/დებატები; რეფლექსია; ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა.

დასაქმების შესაძლებლობები

  • სახელოვნებო ორგანიზაციებში;
  • კულტურის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში; 
  • კინოთეატრებსა და კინოკომპანიებში, კინოსტუდიებში, ტელევიზიებში, რადიოში, ბეჭდვით (მათ შორის, გამომცემლობებში) და ციფრულ მედიაში;
  • კინოფესტივალებზე;
  • არქივებში;
  • ხელოვნების საერთაშორისო და ადგილობრივ შემოქმედებით  მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებში;
  • საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრში;

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა:

  • თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული -60 კრედიტი
  • ძირითადი სწავლის სფერო - 120 კრედიტი
  • დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი - 60 კრედიტი

ზოგადი მოდული - 60 კრედიტი:

  • შესავალი თანამედროვე აზოვნებაში I, II - 12 კრედიტი
  • აკადემიური მუშაობის ტექნიკები  - 6 კრედიტი
  • სტატისტიკა-6 კრედიტი
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები - 24 კრედიტი
  • შესავალი კურსები კოდით INTRO - 12 კრედიტი:

ძირითადი სწავლის სფერო  -120 კრედიტი:

  • კინომცოდნეობის  პროგრამის სავალდებულო კურსები კოდით HUMCIGEN -66 კრედიტი
  • კინომცოდნეობის  პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები კოდით HUMCIN - 48 კრედიტი
  • კინომცოდნოების პროგრამის არჩევითი კურსები კოდით HUMCIN -6 კრედიტი

დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი - 60 კრედიტი

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა/თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)  60

 


საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
info.arts_sciences@iliauni.edu.ge
natia.burjanadze@iliauni.edu.ge
keti_jabakhidze@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები