მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოყენებითი გერმანისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

გამოყენებითი გერმანისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

პროგრამის დასახელება: გამოყენებითი გერმანისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი გერმანულ ფილოლოგიაში

პროგრამის შესახებ

პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და რეაკრედიტაცია გაიარა 2023 წელს. პროგრამის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მისი განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში.

გამოყენებითი გერმანისტიკის პროგრამის ფარგლებში სტუდენტი ერთის მხრივ შეისწავლის გერმანული ენის  თეორიულ (ლინგვისტურ და ლიტერატურათმცოდნეობით) ასპექტებს, ხოლო მეორეს მხრივ ეუფლება მას პრაქტიკულად.  

პროგრამის მიზანი

გამოყენებითი გერმანისტიკა ახალი ტიპის სასწავლო პროგრამაა, რომელიც თავისი გამოყენებითი მიზანმიმართულობით სრულად პასუხობს საქართველოს დასაქმების ბაზრის ამჟამინდელ მოთხოვნებს. პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს, გამოიყენოს გერმანული ენა და ფართო ცოდნა გერმანიის კულტურის, ისტორიის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი წყობის შესახებ დარგობრივ კომუნიკაციასა და სამუშაო გარემოში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან არა მხოლოდ გერმანულ ენასა და მის აგებულებას, არამედ გაეცნობიან თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურასა და კულტურას, განივითარებენ გერმანულენოვანი ტექსტების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის, კომენტირების, დიდაქტიზაციისა და ინტერპრეტაცია-თარგმნის საბაზისო უნარს. ამასთან, გამოყენებითი გერმანისტიკის სტუდენტებს გამოუმუშავდებათ კულტურათშორისი კომუნიკაციის უნარი, რითაც ისინი მოემზადებიან შუამავლობისთვის გერმანულენოვან და ქართულ კულტურებს შორის.

ისინი ასევე დაეუფლებიან აკადემიური მუშაობის სტანდარტებს, რაოდენობრივი ანალიზისა და გუნდში მუშაობის უნარს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც დასასაქმებლად, ისე მომდევნო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

ამასთან, პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე, კრიტიკული ანალიზი და არგუმენტირებული მსჯელობა.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

გამოყენებითი გერმანისტიკის საბაკალავრო პროგრამა აერთიანებს რამდენიმე  ძირითად მიმართულებას - ლინგვისტიკას, რომელიც იძლევა გერმანული ენის მრავალმხრივი შესწავლის შესაძლებლობას (მისი გამოყენებითი ასპექტის გათვალისწინებით), ლიტერატურათმცოდნეობას, რომელიც მოიცავს გერმანულენოვანი  ლიტერატურის მნიშვნელოვან ავტორებს, ჟანრებს და ნაწარმოებებ; და ამასთანავე გერმანიის ისტორიასა და კულტურას.

სწავლის შედეგები   

გამოყენებითი გერმანისტიკის პროგრამის კურსდამთავრებულს:

  • შეუძლია დაასახელოს და აღწეროს თანამედროვე გერმანული ენის ძირითადი ფონოლოგიური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური, სტილისტური კატეგორიები;
  • შეუძლია ჩამოთვალოს გერმანული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და გადმოსცეს მათი რჩეული ნაწარმოების სიუჟეტი / თემატიკა;
  • შეუძლია დაუკავშიროს სხვადასხვა სახის (ლიტერატურული, დარგობრივი, ისტორიული...) გერმანულენოვანი ტექსტი შესაბამის ისტორიულსა და კულტურულ კონტექსტს მისი ახსნის მიზნით;
  • შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა სახის გერმანულენოვანი ტექსტის კრიტიკული ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  • შეუძლია გამოიყენოს გერმანული ენის სწავლების სხვადასხვა მეთოდი გაკვეთილის დასაგეგმად;
  • შეუძლია თარგმნოს სხვადასხვა სახის საშუალო სირთულის გერმანულენოვანი ტექსტი ქართულ ენაზე შესაბამისი სტილის ნორმებისა და წესების დაცვით;
  • შეუძლია გამოიყენოს გერმანული ენა საკომუნიკაციოდ B2 დონეზე;
  • შეუძლია შეაფასოს გერმანული ენის, გერმანულენოვანი ლიტერატურისა და კულტურის ადგილი და მნიშვნელოვნება ევროპული და მსოფლიო კულტურის კონტექსტში;
  • აქვს სასწავლო დარგობრივ საკითხებზე დისკუსიის წარმართვის და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, მათ შორის ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, ინფორმაციის მოძიება და მისი დამოუკიდებლად ანალიზი.  

სწავლის მეთოდები

პროგრამა დამყარებულია სტუდენტზე ცენტრირებული სწავლების (Student Centered Teaching and Learning) პრინციპზე. მასში გამოყენებული იქნება შეტრიალებული გაკვეთილის (Flipped Classroom), აქტიური სწავლის (Active Learning), პრობლემაზე დაფუძნებული სწავლისა (Problem Based Learning) და პროექტზე დაფუძნებული სწავლის (Project Based Learning) მიდგომები. სასემინარო შეხვედრები ძირითადად დაეთმობა მსჯელობას / დისკუსიას / რეფლექსიას. სტუდენტების მიერ ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ათვისება უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებლად ან გუნდურად (Collaborative Learning) მოსამზადებელი პრეზენტაციებითა და დავალებებით (წერითი ნაშრომი), რომლებშიც განხორციელდება საკვლევი ტექსტის ანალიზი (Case Study). ამისთვის შესაძლებელი იქნება შერეული და ონლაინ-სწავლების (Blended Learning, Online Teaching and Learning) მოდელის ფარგლებში შემუშავებული ციფრული ხელსაწყოებისა და ისუ ელექტრონული სწავლების პორტალის (elearning.iliauni.edu.ge) გამოყენება.

დასაქმების შესაძლებლობები

  • გერმანულენოვან ქვეყნებთან დაკავშირებული კერძო და საჯარო დაწესებულებები;
  • საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სფერო (საელჩოს, საკონსულოს, საგარეო უწყების კულტურული პროგრამები);
  • ტურიზმის სფერო (თარჯიმანი, გიდი);
  • საგამომცემლო დაწესებულებები (მთარგმნელი, რედაქტორი, კრიტიკოსი);
  • მასობრივი მედია (მთარგმნელი, მიმომხილველი);
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (მმსპ) გავლის შემთხვევაში);
  • საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები;
  • საჯარო სექტორი: საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო;
  • არასამთავრობო სექტორი.

პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების მომდევნო საფეხურზე - მაგისტრატურაში.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

გამოყენებითი გერმანისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა:

  • თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული - 60 კრედიტი
  • ძირითადი სწავლის სფერო - 120 კრედიტი
  • დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი - 60 კრედიტი

ზოგადი მოდული - 60 კრედიტი:

  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I, II – 12 კრედიტი
  • აკადემიური მუშაობის ტექნიკები - 6 კრედიტი
  • სტატისტიკა - 6 კრედიტი
  • ინგლისური ენის კურსები - 24 კრედიტი
  • შესავალი კურსები - 12 კრედიტი

ძირითადი სწავლის სფერო - 120 კრედიტი:

  • გამოყენებითი გერმანისტიკის პროგრამის სავალდებულო კურსები - კოდით - HUMDEUGEN - 60 კრედიტი
  • გამოყენებითი გერმანისტიკის პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები კოდით - HUMDEU – არანაკლებ 48 კრედიტისა, მათ შორის ენის პრაქტიკული კურსები
  • გამოყენებითი გერმანისტიკის არჩევითი კურსები კოდით - HUMDEU – მაქსიმუმ 12 კრედიტი

სურვილის შემთხვევაში, სტუდენტს შეუძლია არჩევითი კურსებისათვის განსაზღვრული კრედიტები სრულად ან ნაწილობრივ დააგროვოს HUMDEU სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკიდან.

დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი - 60 კრედიტი

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

 


საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
info.arts_sciences@iliauni.edu.ge
ketevan.darsania@iliauni.edu.ge
keti_jabakhidze@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები