სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კერძო (ბიზნეს) სამართლის პროგრამა

კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი:

  • წერითი გამოცდა კაზუსი, ესე - 50 %;
  • ინტერვიუ (გასაუბრება) - 25%;
  • ინგლსური ენის წერითი გამოცდა (B2დონე) – 25%.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სამართლის მაგისტრი

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი კერძო (ბიზნეს) სამართლის სფეროში, რომელსაც .
ა)ექნება სიღრმისეული ცოდნა კერძო (ბიზნეს) სამართლის თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ;
ბ) შეძლებს კერძო სამართლის სფეროში არსებული კომპლექსური პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების (მათ შორის ორიგინალური კვლევის საფუძველზე) დამოუკიდებლად განსაზღვრას და ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების შემუშავებას;
დ) შეძლებს, პროფესიული ცოდნისა და სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებაში მონაწილეობას;
ე) შეძლებს ეფექტურ კომუნიკაციას პროფესიულ და აკადემიურ აუდიტორიასთან აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;
ე) იმოქმედებს ავტონომიურად, ეთიკის ნორმების დაცვით.

სამართლის სკოლა ეხმარება სტუდენტებს სტაჟირების გავლაში უნივერსიტეტის პარტნიორ საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათი ინტერესების შესაბამისად.

დასაქმების სფეროები:

შეუძლია საქმიანობის განხორციელება კერძო სექტორში, იურიდიულ კომპანიე ბში, განსაკუთრებით ბიზნეს სამართლის მიმართულებით. მოსამართლის პროფესიით საქმიანობისთვის , კურსდამთავრებულმა უნდა დააკმაყოფილოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. პროგრამის კურსდამთავრებული ასევე შეძლებს სწავლა გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები