სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამა
სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: სამართალი
მისანიჭებელი ხარისხი: სამართლის დოქტორი PhD in Law
სწავლების ენა : ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 42 ECTS, 3-5 წელი
პროგრამის შესახებ :
სამართლის სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტებით სამეცნიერო კვლევის განხორციელებასა და ახალი ცოდნის შექმნას სამართლის სხვადასხვა დარგში, რითაც ქმნის პლატფორმას იმისთვის, რომ გაფართოვდეს სამართლის დარგის კვლევის როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო საზღვრები. ასეთი პროგრამის შექმნა მნიშვნელოვანია, მათ შორის, სამართლის დარგში საერთაშორისო პრაქტიკის და თანამედროვე კვლევის ტენდენციების გააზრებისა და იმპლემენტაციისთვის.
სამართლის სადოქტორო პროგრამა მოიცავს კვლევის ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის
- საჯარო სამართალი,
- კერძო სამართალი და
- სისხლის სამართალი.
საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და მეცნიერებთან თანამშრომლობით პროგრამა ქმნის კვლევის მაღალხარისხიან გარემოს სამართლის დარგის კვლევებში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების, კვალიფიციური ხელმძღვანელობის, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული კვლევითი პროცესების და კვლევით საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კომპონენტების ერთობლიობით.
პროგრამა მხარდაჭერილია საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს არსებობით, რომელიც უზრუნველყოფს:
- პროგრამაში ჩართული დოქტორანტების თანახელმძღვანელობას;
- ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარებას;
- სადოქტორო კურიკულუმის განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ასევე საჭიროების შემთხვევაში გარე რეფერირებას;
- ქართველი მეცნიერების და დოქტორანტების ჩართვას მსოფლიო სამეცნიერო ქსელში.
ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელების შესახებ:
ქეთევან ერემაძე - პროფესორი ketevan.eremadze@iliauni.edu.ge
ზაზა მეიშვილი - პროფესორი zaza.meishvili@iliauni.edu.ge
დავით მაისურაძე - პროფესორი davit.maisuradze@iliauni.edu.ge
პროგრამაზე მიღება:
პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:
- სამართლის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,სწავლის სფეროს კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ სფეროებში:
- 0421.1.1 სამართალი Law
- 0421.1.2 საერთაშორისო სამართალი International Law
- 0421.2.1 საჯარო სამართალი Public law
- 0421.2.2 სისხლის სამართალი Criminal Law
- 0421.2.3 კერძო სამართალი Private Law
- შესაბამის სფეროში (საჯარო სამართალი, კერძო სამართალი, სისხლის სამართალი) შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან სამეცნიერო კვლევით პროექტში/ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი
- კვალიფიკაციის შესაბამის სფეროში (საჯარო სამართალი; კერძო სამართალი; სისხლის სამართალი) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
- წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე დადასტურების მიზნით ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონის შესაბამისი);
- კვლევითი განაცხადი;
- ზეპირი გამოცდა/გასაუბრება.
მიღების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- რეგისტრაცია;
- ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება;
- სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა;
- ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.
მიღების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომი აღიარებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
პროგრამის სტრუქტურა:
სამართლის სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტი შეადგენს 42 კრედიტს. მათ შორის:
- სავალდებულო - 30 კრედიტი და
- არჩევითი - 12 კრედიტი, საიდანაც დოქტორანტი იღებს კურსებს თავისი კვლევითი ინტერესების გათვალისწინებით.
ტრანსფერული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამა სთავაზობს დოქტორანტებს სხვადასხვა ტრენინგს/ workshop-ს, რომელიც ადმინისტრირებულია აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრის მიერ.
კვლევის ეთიკის ნორმების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, დოქტორანტისთვის სავალდებულოა „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა“ ტრენინგის გავლა.
გარდა ამისა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამაზე სწავლის პერიოდში, დოქტორანტებმა უნდა აირჩიონ მინიმუმ ერთი ტრენინგი/workshop-ი.
სწავლების ენა - ქართული.
რესურსები და კვლევა:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ელექტრონული რესურსები (მათ შორის სამეცნიერო ელექტრონული ბაზები - ScienceDirect, Scopus, Clarivete Analytics, ProQuest, EBSCO; Cambridge Journals, etc. ;
- კვლევების კოორდინაციის სამსახური;
- საერთაშორისო სადოქტორო სკოლა;
- საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისა და საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების დაფინანსების შესაძლებლობა;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალი ,,საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპორატიული და კომერციული სამართლის ცენტრი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედია ბიბლიოთეკა;
- არგუსი, Elearning და Turnitin-ის სისტემები;
- Vytautas Magnus University, Lithuania;
- Mykolas Romeris University, Lithuania.