საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა
მისაღები ადგილების რაოდენობა: 30 ვაკანტური ადგილი
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: წერითი გამოცდა (ინგლისური ენის გამოცდა - B2 დონე, კაზუსი, ესე), გასაუბრება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საჯარო სამართლის მაგისტრი
პროგრამის მიზნები:
- საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მიმართულებით კვალიფიციური და ინტერდისციპლინური ცოდნის მქონე სპეციალისტების მომზადება;
- იურისტისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- კვლევითი უნარების განვითარება.
მოკლე აღწერა:
საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა ერთადერთია საქართველოში, რომელიც სამართლის და პოლიტიკის დარგების ინტეგრირებით უვითარებს სტუდენტს ფართო ხედვას აღნიშნული დარგების ურთიერთმიმართებაზე. თანამედროვე ცოდნის მიღებასთან ერთად, სამართლის სკოლა პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს სთავაზობს პროფესიულ გარემოსთან ინტეგრირების საშუალებას კლინიკის მეშვეობით.
პროგრამის ფარგლებში, ლექციები იკითხება კვალიფიციური აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე წარმატებული კონსტიტუციონალისტების, ადამიანის უფლებების სპეციალისტებისა და მოსამართლეების მიერ. კურსების ნაწილის გავლა სტუდენტს შეუძლია ინგლისურ ენაზე.
სამართლის სკოლა ეხმარება სტუდენტებს სტაჟირების გავლაში უნივერსიტეტის პარტნიორ საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათი ინტერესების შესაბამისად.
დასაქმების სფეროები:
- კერძო საადვოკატო საქმიანობა;
- ადამიანის უფლებებზე და საჯარო სამართლის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები;
- შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები;
- საჯარო სექტორი: სამინისტროები, პარლამენტი, სასამართლო, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლო;
- სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სამართლის სკოლა
➳0162, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.#32
ოთახები: A 403, A 407
☏ (995 32) 222 0009 (301)
✉ lawfaculty@iliauni.edu.ge