სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკონსულტაციო მომსახურება

საკონსულტაციო მომსახურება

კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საკონსულტაციო მომსახურება დაინტერესებული მხარეებისთვის, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე როგორებიცაა საკორპორაციო, კომერციული, კორპორაციული მართვისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებების ზეგავლენის შეფასება (Regulatory Impact Assessment) და სარგებლიანობისა და დანახარჯის ანალიზი.
ცენტრის წარმომადგენლებს რეგულირების ზეგავლენის შეფასების მიმართულებით გავლილი აქვთ Deloitte-ის და GIZ-ის ორგანიზებით ჩატარებული ინტენსიური ტრენინგები.
ამავდროულად, 2018 წლის მაისში დასრულდა დელოიტის და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გუნდმა დაწერა ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანაგარიში (Regulatory Impact Assessment RIA on Electricity Trading Mechanism ETM).

აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხელი შეუწყო კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის და, ზოგადად, სამართლის სკოლის არა მხოლოდ კვლევითი ფუნქციების განვითარებას, არამედ საკონსულტაციო ცენტრად და ორგანიზაციად ჩამოყალიბებას. დღეისათვის რეგულირების ზეგავლენის შეფასება ქართულ ბაზარზე ითვლება იშვიათ სერვისად, რომლის მიწოდება დამკვეთისთვის მხოლოდ ერთეულ ორგანიზაციებს თუ შეუძლიათ.

კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრი როგორც კვლევითი დაწესებულება, მომავალშიც გეგმავს აქტიურ მონაწილეობას საკონსულტაციო პროექტებში.

 

 

ბანერები