ზოოლოგიის ინსტიტუტის კვლევითი პროექტები
- საქართველოს მტკნარი წყლის მოლუსკების ბიომრავალფეროვნება 1.6 - ბიოლოგიური მეცნიერებები. დამფინანსებელი ორგანიზაცია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტის ხელმძღვანელი - ლევან მუმლაძე. კოორდინატორი - ბელა ჯაფოშვილი
- ზემო იმერეთის პლატოს კარსტული მღვიმეების უხერხემლო ცხოველთა ბიომრავალფეროვნება. დამფინანსებელი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტის ხელმძღვანელი შალვა ბარჯაძე.
- პესტიციდების გავლენა ნიადაგის ეკოსისტემის ფუნქციონირებაზე - ეფექტი ნიადაგის უხერხემლოთა ფაუნაზე (ბიოლოგია, ნიადაგის ზოოლოგია). დამფინანსებელი ორგანიზაცია, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრი უკრაინაში & შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი - STCU/SRNSF 04/08. პროექტის ხელმძღვანელი: მაკა მურვანიძე
- “გარემოსათვის უსაფრთხო ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება აგროკულტურების მავნე მწერების ბიოკონტროლში, საზღვარზე მდებარე აზერბაიჯანი -საქართველოს რეგიონებში (2017-2019)”. დამფინანსებელი ორგანიზაცია : საერთაშორისო პროექტი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა: აზერბაიჯანი - საქართველო ერთობლივი საოპერაციო (სამოქმედო) პროგრამა. პროექტის ხელმძღვანელი: დოქტორი მანანა ლორთქიფანიძე
- „მობუდარ ფრინველთა ახალი ევროპული ატლასის - EBBA2“(A New European Breeding Bird Atlas - EBBA2) შედგენა 2016-2018. დამფინანსებელი ორგანიზაცია:ევროკავშირი. პროექტის ხელმძღვანელი: დოქტორი ა. აბულაძე
რუხი წეროს კავკასიური ქვესახეობის (Grus grus archibaldi) ეკოლოგიის, ქცევისა და კონსერვაციის კლევა - პირველი წლის შედეგები
ანგარიშის ავტორი: გიუნტერ ნოვალდი
საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის წევრები: გიუნტერ ნოვალდი, ალექსანდრე აბულაძე, ანდრო კანდაუროვი, ელენა ილიაშენკო, ქსავიერ შუბი, ფერდი აკსუ, მამიკონ გასაბიანი, ანნა ჰეინიჩკე, იოსებ ნატრაძე, გიორგი შეყლაშვილი, გია ედიშერაშვილი, ალექსანდრე ბუხნიკაშვილი.
2014 წელს დაიწყო მუშაობა პროექტზე - „საქართველოს ბუნებრივი და აგრო-ეკოსისტემების ცხოველთა მრავალფეროვნება, მონიტორინგი, ბიოკონტროლი“. ხუთწლიან პროექტში ჩართულია ზოოლოგიის ინსტიტუტის ყველა სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი FR/479/7-130/13 – „ჯავახეთის ზეგანის ტბების ეკოსისტემების კვლევა მდგრადი გარემოსა და მეთევზეობის განვითარებისათვის“
პროექტი 3 წლიანია. დაიწყო 2014 წლის აპრილში.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ბელა ჯაფოშვილი
პერსონალი: ჟანეტა შუბითიძე
მარინა ბოჟაძე
მარინა გიოშვილი
ლევან მუმლაძე
ანი ბიკაშვილი
ზოოლოგიის ინსტიტუტი, ჰიდრობიოლოგიისა და იხთიოლოგიის განყოფილება
ევროკავშირის პროგრამის “შავი ზღვის აუზი 2007-2013″ გრანტი – „ზღვის მნიშვნელოვანი ფილტრების კვლევა და აღდგენა (REEFS)“
http://reefsproject.net/
პროექტი დაიწყო 2012 წლის და დასრულდება 2015 წლის ნოემბერში.
მიმღები (ბენეფიციარი): ბულგარეთის ბიომრავალფეროვნების ფონდი (BBF) – ბულგარეთი
პარტნიორები:
1. სამხრეთის ზღვების ბიოლოგიის ინსტიტუტის ოდესის ფილიალი (OBIBSS) – ოდესა, უკრაინა
2. არასამთავრობო ორგანიზაცია – Mare Nostrum Ong -კონსტანტა, რუმინეთი
3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – თბილისი, საქართველო
4. საზღვაო მეცნიერებების ფაკულტეტი- შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი, (Karadeniz Technical University) - ტრაპიზონი, თურქეთი.
პროექტის კოორდინატორი (საქართველოში): ბელა ჯაფოშვილი
მონაწილეები: ლევან მუმლაძე
ჟანეტა შუბითიძე
მარინა გიოშვილი
ზურაბ გურიელიძე
ნანა დევიძე
თამარ ლოლაძე
ავთანდილ ეფაძე
ნატალია იაძე
ხათუნა წიკლაური
ამჟამად მიმდინარეობს საქართველოსა და იტალიის ერთობლივი კვლევითი პროექტი: “საქართველოსა და იტალიის ენდემური ენტომოპათოგენური ნემატოდების დახასიათება და მათი პოტენციალის შესწავლა”. (მონაწილე ორგანიზაციები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზოოლოგიის ინსტიტუტი და ალდო მოროს სახელობის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი ქ. ბარი, იტალია).
პროექტი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას 2016-2017 წწ. საქართველოს მხრიდან პროექტის მონაწილეები არიან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზოოლოგიის ინსტიტუტის ენტომოპათოგენების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ოლეგ გორგაძე და ასოცირებული მკვლევარი მანანა ლორთქიფანიძე.
პროექტის ძირითადი მიზანია: ენტომოპათოგენური ნემატოდების ძიება გამოვლენა საქართველოს ეკოლოგიურად, კლიმატურად და გეოგრაფიულად განსხვავებულ ზონებსა და რეგიონებში, მათი მრავალფეროვნების შესწავლა, მაღალვირულენტური ნემატოდური შტამების შერჩევა, შემდგომში მათი გამოყენება მავნე მწერების კონტროლისათვის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ორივე ქვეყნის ძირითადი შემსრულებლების ჩასვლა როგორც იტალიაში ასევე საქართველოში.
ა/წ 27-31 ოქტომბერს პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ოლეგ გორგაძე და მანანა ლორთქიფანიძე იმყოფებოდნენ იტალიაში, ქ. ბარიში, სადაც შეხვდნენ იტალიელ კოლეგებს და გადასცეს საქართველოში მოპოვებული ახალი ენტომოპათოგენური ნემატოდა, რომელიც შესწავლილია მორფოლოგიურად და მოცემულია მისი მორფომეტრული განაზომები. იტალიელი კოლეგების მხრიდან ნემატოდა შესწავლილი იქნება მოლეკულურ დონეზე და დადგინდება პათოგენური ბაქტერიის ფილოგენეტიკუტი პოზიცია. ასევე მნიშვნელოვანი იყო იტალიელი კოლეგების პროფესორი ეუსტაჩიო ტარასკოსა და პროფესორი ალბერტო ტროკოლის ვიზიტი საქართველოში ა/წ 8-10 დეკემბერს. შეხვედრის დროს ორივე მხრიდან დაიგეგმა მომავალი კვლევები - როგორც ენტომოპათოგენური ნემატოდების მრავალფეროვნების შესწავლა ორივე ქვეყანაში, ასევე ნემატოდების აქტიური სახეობების შერჩევა და მათი შემდგომში გამოყენება მავნე მწერების Bკონტროლისათვის.
ამასთანავე ენტომოპათოგენების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის თანამშრომლებს ოლეგ გორგაძეს და მანანა ლორთქიფანიძეს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ რუსეთის ეროვნული აკადემიის სევერცოვის სახელობის ეკოლოგიისა და ევოლუციისა ინსტიტუტის მეცნიერებთან, პროფესორ სერგეი სპირიდონოვთან და ელენე ივანოვასთან. მათთან თანაავტორობით გამოქვეყნებულია ადგილობრივი ენტომოპათოგენური ნემატოდის ხელახალი აღწერა თანამედროვე უახლესი მეთოდებით: ჩატარდა ნემატოდის მოლეკულური ანალიზი და დადგინდა ბაქტერიის ფოლოგენეტიკური პოზიცია. სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო რეფერირებულ ფაქტორიან ჟურნალში (Russian Journal of Nematology).