დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი შედგება ოთხი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სასწავლო ნაწილისაგან:
- სეისმური მონიტორინგის ცენტრი;
- გეოლოგიის დეპარტამენტი;
- გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტი;
- გეოგრაფიის დეპარტამენტი;
- სპელეოლოგიის სასწავლო ცენტრი.
სეისმური მონიტორინგის ცენტრი ერთადერთი ეროვნული დაწესებულებაა, რომელიც სეისმური აქტივობისა და მიწისძვრათა შესახებ აგროვებს მონაცემებს. ცენტრის შემადგენლობაშია 20 რეგიონული ციფრული სეისმური სადგური და ორი ადგილობრივი - ცენტრალური კავკასიისა და ჯავახეთის ზეგნის – ქსელი. სეისმური მონიტორინგის ცენტრი ონლაინ-რეჟიმში იღებს მონაცემებს სეისმური სადგურებიდან და აფასებს სეისმური აქტივობის საშიშროებებს.
გეოლოგიის დეპარტამენტი სწავლობს კავკასიის რეგიონის გეოლოგიურ პრობლემებს. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: რეგიონის აქტიური ტექტონიკა და აქტიური ვულკანიზმი კავკასიის რეგიონში.
გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტი სწავლობს გეოფიზიკურ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება გეოლოგიურ, გეოგრაფიულ, საინჟინრო და არქეოლოგიურ სამუშაოებში.
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ შ. ნუცუბიძის ქ. 77, 0177,
თბილისი, საქართველო
☏ (+995 32) 231 76 24
✉ earthscience@iliauni.edu.ge
www. ies.iliauni.edu.ge