ბოტანიკის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი – საქართველოს მთავარი ბოტანიკური დაწესებულება – დაარსდა 1933 წელს თბილისის ბოტანიკური ბაღის განყოფილებების საფუძველზე.
ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების ყოველმხრივი – სისტემატიკური, ბოტანიკურ-გეოგრაფიული, გეობოტანიკური (ფიტოსოციოლოგიური), სტრუქტურულ-ბოტანიკური, ეთნობოტანიკური, ეკონომიკურ-ბოტანიკური _ შესწავლა; ბუნებრივი მცენარეული რესურსების გამოვლენა, მათი დაცვისა და მდგრადი გამოყენების მეცნიერული საფუძვლებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების დამუშავება.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმის (საქართველოს ეროვნული ჰერბარიუმის) –
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მდიდარი დოკუმენტაციური ფონდის – მდგრადი განვითარება. - საქართველოს ნიადაგების მიკროფლორის შესწავლა; ნიადაგიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების პროდუცენტ მიკროორგანიზმთა გამოყოფა და ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური გამოკვლევა; დეგრადირებული მიწების ნაყოფიერების აღდგენის რეკომენდაციების დამუშავება.
- მცენარის გამძლეობისა და პროდუქტიულობის ფიზიოლოგიური საფუძვლების შესწავლა. მონაწილეობა ბუნებისდაცვით პროექტებსა და დიდი მშენებლობების ეკოლოგიურ ექსპერტიზაში და სხვ.
ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი: პროფესორი შალვა სიხარულიძე
საკონტაქტო ინფორმაცი
➳ 0105, თბილისი,საქართველო
ბოტანიკური ქუჩა #1
☏ +995 32 272 08 10
✉ shalva.sikharulidze@iliauni.edu.ge
https://botanyinst.iliauni.edu.ge/