ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზოგადსაუნივერსიტეტო სტიპენდიები აბიტურიენტებისთვის

ზოგადსაუნივერსიტეტო სტიპენდიები აბიტურიენტებისთვის

2023-2024 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ დააწესებს სტიპენდიებს აბიტურიენტებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ხელმისაწვდომი იყოს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. 

1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებ, თუ:

  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე და 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 100 აბიტურიენტს შორის იქნები;

  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე და ამ ფაკულტეტზე 2023 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;

  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე და ამ ფაკულტეტზე 2023 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;

  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე და ამ ფაკულტეტზე 2023 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;

  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და ამ ფაკულტეტზე 2023 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება.

სწრაფი ბმულები

*სტიპენდიის მიღების დამატებითი პირობა

ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 ტიპის სტიპენდიის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სტიპენდიით. სტიპენდიას მიიღებ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებ 100%-იან სასწავლო გრანტს ან ჩააბარებ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე. 

*სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს სწავლა სრულად უფინანსდება. შესაბამისად, სტუდენტს შეეძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი გამოიყენოს საჭიროებისამებრ გადაიხადოს ბინის ქირა, შეიძინოს წიგნები, დაიფინანსოს ტრანსპორტირება და ა.შ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!


საკონტაქტო ინფორმაცია

pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)

2023 წელი


ბანერები