ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღია კარის დღეები თბილისში

ღია კარის დღე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წელს აბიტურიენტებისთვის რამდენიმე ღია კარის დღეს გამართავს თბილისში.

ვის შეუძლია ღია კარის დღეზე დასწრება?

ილიაუნის ღია კარის დღე განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის, განსაკუთრებით აბიტურიენტებისათვის. ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლიათ მშობლებსაც.

რა ინფორმაციას მივიღებთ ღია კარის დღეზე?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე:

  • მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას იმ შეთავაზებებზე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიები, დაფინანსების მოპოვების დამატებითი შესაძლებლობები, სასტიპენდიო კონკურსები და სხვ.), რომელთაც უნივერსიტეტი გთავაზობთ 2019 წელს;
  • საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით შეხვდებით შესაბამისი ფაკულტეტების წარმომადგენლებსა და საბაკალავრო პროგრამებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებს – დაუსვამთ მათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს პროგრამების თავისებურებებზე;
  • დაესწრებით ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ მასტერკლასებსა და საინფორმაციო შეხვედრებს.

ღია კარის დღეების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება სიახლეების კატეგორიაში.

გელოდებით და გახსოვდეთ, რომ თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის

2019 წელი


საკონტაქტო ინფორმაცია

abiturienti@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (352)
Facebook.com/iliauni010

ბანერები