ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდი – სწავლის დაფინანსება ახალი თაობის სამოქალაქო ინჟინრებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ინიციატივით მდგრადი აღმშენებლობისა და ცხოვრების ხარისხის გლობალურად გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტში შეიქმნა სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის კვალიფიციური სამოქალაქო ინჟინრების ახალი თაობის აღზრდას.

ფონდი სრული, ოთხწლიანი, დაფინანსების მიღებისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობას სთავაზობს აბიტურიენტებს, რომლებიც მომავალ პროფესიად სამოქალაქო ინჟინერიას აირჩევენ და 2023 წლის ერთიანი გამოცდების შედეგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლას განაგრძობენ სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე.

სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდიდან დაფინანსების / სტიპენდიის მოსაპოვებლად

  • აბიტურიენტის 2023 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდების მესამე გამოცდაზე (მათემატიკა/ფიზიკა)მიღებული შედეგი უნდა აღემატებოდეს 50%-ს;
  • აბიტურიენტი უნდა ჩაირიცხოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე (კოდით 0100123) ერთიანი ეროვნული გამოცდებით 2023 წელს და პროგრამა უნდა ჰქონდეს მონიშნული პირველ პრიორიტეტად, არჩეული პროგრამების ჩამონათვალში პირველ ადგილზე;

პირობები და დაფინანსების მოცულობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით 2023 წელს პირველი არჩევანით ჩარიცხვის საფუძველზე სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდიდან 4 წლის განმავლობაში სტუდენტს სტიპენდია დაენიშნება შემდეგი მოცულობით:

  • 250 ლარის ოდენობით, თუ მესამე გამოცდის (მათემატიკა/ფიზიკა) შედეგები აბიტურიენტს ექნება 90%-ზე მეტი;
  • 200 ლარის ოდენობით, თუ მესამე გამოცდის (მათემატიკა/ფიზიკა) შედეგები აბიტურიენტს ექნება 80% -ზე მეტი;
  • 150 ლარის ოდენობით, თუ მესამე გამოცდის (მათემატიკა / ფიზიკა) შედეგები აბიტურიენტს ექნება 70%-ზე მეტი;
  • 100 ლარის ოდენობით, თუ მესამე გამოცდის (მათემატიკა / ფიზიკა) შედეგები აბიტურიენტს ექნება 50% -ზე მეტი.

სტიპედია გაიცემა სემესტრში ერთხელ, კონკრეტული სემესტრის შედეგების საფუძველზე 5 თვის სასტიპენდიო თანხის ოდენობით;

სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდიდან მოპოვებული სტიპენდია სტუდენტს შეუნარჩუნდება რვა აქტიური სემესტრის განმავლობაში, თუ თითოეული სემესტრის საშუალო ქულა იქნება 81 და/ან მეტი.

სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/ajms6

ჯონ სმიტონის შესახებ

წარმოშობით ბრიტანელი ჯონ სმიტონი (1724-1792) პირველი თვითგამოცხადებული სამოქალაქო ინჟინერია, რომელსაც ხშირად “სამოქალაქო ინჟინერიის მამად” მოიხსენიებენ. სმიტონი პასუხისმგებელი იყო ხიდების, არხების, ნავადგრებისა და შუქურების დიზაინზე. იგი გახლდათ ნიჭიერი მექანიკოსი და გამოჩენილი ფიზიკოსი.

სმიტონი ცნობილია იმით, რომ მან ააგო ედისტოუნი შუქურა, რომელმაც ძალიან მნივნელოვანი პრობლემა გადაუჭრა მოსახლეობას და მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. 1771 წელს კოლეგებთან ერთად მან ჩამოაყალიბა სამოქალაქო ინჟინერთა სმედონის საზოგადოება, პროფესიის ლიდერთა ჯგუფი და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

2023

ბანერები