ილიაუნის სტიპენდიები აბიტურიენტებს
ახალი ამბები
2020-2021ნსასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ დააწესებს სტიპენდიებს აბიტურიენტებისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ხელმისაწვდომი იყოს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის.
ილიაუნის სტიპენდიის მიღების პირობები
1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებ, თუ:
- ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე და 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით იქნები ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 100 აბიტურიენტს შორის;
- ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2020 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
- ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2020 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
- ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2020 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
- ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2020 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება.

-
2000-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებ, თუ:
-
2020 წელს ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოთხოვნების მიხედვით:
- ინგლისრენოვანი კომპიუტერული ინჟინერია - 0100117
- ინგლისურენოვანი სამოქალაქო ინჟინერია - 0100115
- ინგლისურენოვანი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია - 0100118
-
და ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულებით იქნები აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალი ქულების მქონე 15 პირველკურსელს შორის.
-
პროგრამებისა და სასტიპენდიო ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა და მოითხოვე ინფორმაცია.
სააპლიკაციო ფორმისთვის მიჰყევი ბმულს: https://bit.ly/2JR6tKR
სტიპენდიის მიღების დამატებითი პირობა
ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 ტიპის სტიპენდიის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სტიპენდიით. სტიპენდიას მიიღებ იმ შემთხვევაშიც, თთუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებ 100%-იან სასწავლო გრანტს ან ჩააბარებ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე.
სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს სწავლა სრულად უფინანსდება. შესაბამისად, სტუდენტს შეეძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი გამოიყენოს საჭიროებისამებრ - გადაიხადოს ბინის ქირა, შეიძინოს წიგნები, დაიფინანსოს ტრანსპორტირება და ა.შ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!
საკონტაქტო ინფორმაცია
✉ abiturienti@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)