ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებისთვის

სტიპენდია

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის ერთიან საუნივერსიტეტო რეიტინგში წარმატებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ, მოიპოვონ სასწავლო სტიპენდია.

როდის ხდება ილიაუნის სტიპენდიატთა შერჩევა?

ილიაუნის სტიპენდიატთა შერჩევა სასწავლო წლის განმავლობაში ხდება ორჯერ - სემესტრის დასაწყისში, გასული სემესტრის ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგის მონაცემების მიხედვით. ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგი წელიწადში 2-ჯერ დგება სტუდენტთა აკადემიური მოსწრების საფუძველზე.

რა კრიტერიუმით ხდება სტიპენდიის მიღება?

  • სახელმწიფო ილიაუნის სტუდენტებისთვის წელიწადში 2-ჯერ გამოყოფს სასტიპენდიო ადგილების გარკვეულ რაოდენობას (მაგ.: 2013 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სასტიპენდიო ადგილების რაოდენობა იყო 417). სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სასტიპენდიო ადგილების რაოდენობა შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრისთვის შესაძლოა იყოს განსხვავებული. 
  • წელიწადში 2-ჯერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ადგენს სტუდენტების ზოგადსაუნივერსიტეტო რეიტინგს მათი აკადემიური მოსწრების საფუძველზე.
  • სახელმწიფო სტიპენდია გადაეცემა ილიაუნის ყველაზე წარმატებულ იმ რაოდენობის სტუდენტებს, რა რაოდენობის სასტიპენდიო ადგილებიც გამოყო სახელმწიფომ ილიაუნისთვის მოცემულ სემესტრში.
  • დამატებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, დააწესოს სტიპენდია ილიაუნის იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ სასტიპენდიო სიაში ბოლო ადგილზე მყოფი სტუდენტის მსგავსი ქულა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასტიპენდიო ადგილების რაოდენობაში ვერ მოხვდნენ.

ვინ ვერ მიიღებს სტიპენდიას?

რეიტინგში არ მონაწილეობენ და, შესაბამისად, სტიპენდიას ვერ მიიღებენ:

  • პასიური, სტატუსშეჩერებული სტუდენტები; 
  • სტუდენტები, რომლებმაც წინა სემესტრში მიიღეს 30 კრედიტზე ნაკლები.

სტიპენდიის ოდენობა:

თვეში 150 ლარი

ბანერები