ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღია კარის დღეები რეგიონებში

ღია კარის დღეები რეგიონებში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაისიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა - ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წაუკითხავენ. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

საინფორმაციო შეხვედრები შემდეგი განრიგით ჩატარდება:

  • რუსთავი

დრო: 11 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა:  რუსთავის მუნიციპალური თეატრი

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2H6o9l9

  • თელავი

დრო: 12 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა:  სასტუმრო „ალაზნის ველი“

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/304KlUc

  • გორი

დრო: 16 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა:  კულტურის ცენტრი

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2Edjufs

  • ახალციხე

დრო: 23 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ახალციხის მუსიკალური სასწავლებელი

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2HvDQ4C

  • ჭიათურა

დრო: 25 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა:  დრამატული თეატრი

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2YEgDUx

  • ქუთაისი

დრო: 26 მაისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა:  სასტუმრო „ბაგრატი 1003“

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/30tnKB2

  • ზუგდიდი

დრო: 31 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა:  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2MfU731

  • ჩხოროწყუ

დრო: 1 ივნისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა:  კულტურის ცენტრი

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2HEGpT8

  • ბათუმი

დრო: 8 ივნისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ჰილტონი“ 

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2MeMEkN

  • ოზურგეთი

დრო: 15 ივნისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა:  ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2WwxWd0

  • ფოთი

დრო: 16 ივნისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა:  კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2WtHzcs

შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები