ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასაქმება უნივერსიტეტში

დასაქმდი და ისწავლე ილიაუნიში

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

პროექტი ილიაუნის აქტიური სტუდენტებისთვის 
„დასაქმდი და ისწავლე  ილიაუნიში“ 


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის იწყებს პროექტს „დასაქმდი და ისწავლე ილიაუნიში“. 
პროექტის ფარგლებში, 100 საუკეთესო სტუდენტი სტაჟირებას გაივლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამის პირველი, მეორე, მესამე კურსის სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსს. 

პროექტის ფარგლებში: 

• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სტაჟირებას 2015 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით გაივლის 100 საუკეთესო კონკურსანტი, მათგან: 
• 10 საუკეთესო გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას. ანაზღაურება განისაზღვრება ხელზე ასაღები 200 ლარის ოდენობით; 
• 90 გაივლის სტაჟირებას ანაზღაურების გარეშე. 
• სტაჟიორები ისარგებლებენ ილიაუნის ელჩი სტუდენტების სტატუსით.
• სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ: 
• საუკეთესოებს ექნებათ ილიაუნიში დასაქმების პერსპექტივა;
• ყველა მიიღებს სტაჟირების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც სამომავლოდ დაეხმარება მათ მომავალ დასაქმებაში. 

როგორ ჩატარდება კონკურსი?

კონკურსი ჩატარდება 1 ეტაპად.  შესაძლებელია, გარკვეულ შემთხვევებში ან ყველა კონკურსანტისთვის დამატებით დაინიშნოს მეორე ეტაპი - გასაუბრების სახით. 

პირველი ეტაპი - შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, მისი ყველა სავალდებულო ველი, დაწერეთ სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა), ესე (არაუმეტეს 500 სიტყვისა) და დააჭირეთ ღილაკს  .  

რეგისტრაცია დასრულებულია.

2015 წელი

ბანერები