ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს უფასო ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციას შემდეგი მიმართულებებით: ემოციის რეგულაციის ჯგუფი სოციალური კომპეტენციების გაუმჯობესების ჯგუფი მაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის მართვის პროგრამა (MBSR) სტრესის მართვის ჯგუფი ინდივიდუალურ
ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი მუშაობას აგრძელებს ონლაინ. სტუდენტებს საშუალება აქვთ, უფასოდ მიიღონ ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაცია ისეთ გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: შფოთვა, დაქვეითებული გუნება-განწყობილება, სხვადასხვა შიში, ურთიერთობის პრობლემები, სტრესის
თუ გაწუხებთ ემოციური ან/და ფიზიკური დაძაბულობის განცდა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნებისმიერი მოვლენით ან აზრით, რაც შემდეგ იმედგაცრუების, გაბრაზების ან ნერვიულობის გრძნობას გიქმნით, მაშინ ეს ჯგუფი შეიძლება დაგეხმაროთ. ჯგუფში განვიხილავთ შემდეგ საკითხებს: სტრესი და სტრესზე რეაქციები; სტრესის გამომწვევი მიზეზები
რა არის მაინდფულნესი? მაინდფულნესი ნიშნავს არაგანსჯით დამოკიდებულებასა და ყურადღების გამახვილებას აწმყოში არსებულ მოვლენებზე, ანუ ეს არის „აქ და ამჟამად“ ყოფნის მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი აზრების, გრძნობებისა და მოქმედებათა ამოცნობას აღმოცენების მომენტშივე, ავტომატურ რეაქციაში გადასვლის გარეშე.
თუ გაწუხებთ შფოთვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს, ვერ იტანთ ყურადღების ცენტრში ყოფნას, ღელავთ სოციალურ სიტუაციებში, ეს კურსი დაგეხმარებათ მართოთ სოციალური შფოთვა და გაგიადვილოთ ადამიანებთან ურთიერთობა. ჯგუფში განვიხილავთ შემდეგ საკითხებს: რა არის სოციალური შფოთვა და რა არასასურველი ფიქრები და ქცევები ახლავს; შფოთვის შ
თუ გაწუხებთ ემოციის მართვის სირთულეები, ადვილად ღიზიანდებით ან ბრაზდებით, გიჭირთ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა ემოციური ფონის გამო, მაშინ ეს ჯგუფი შეიძლება დაგეხმაროთ. ჯგუფში გავიხილავთ შემდეგ საკითხებს: ინფორმაცია ემოციების შესახებ; რა ტიპის რეაქცია გვაქვს ემოციებზე, როგორ მოქმედებს ემოციები ჩვენზე და რ
2022 წლის 2-3 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის SQUARE კონსორციუმის წევრებს „მესამე მისიის აქტივობების მიმდინარე სტატუსი ქართულ უნივერსიტეტებში“ ფარგლებში. 8 ქართული უნივერსიტეტის – გორის სასწავლო სახელმწიფო, საქართველოს ტ
საქართველოს ფუტსალის 19 წლამდელთა ნაკრები 16 მარტიდან უეფას ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს. ილიაუნის ფუტსალის გუნდიდან ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს ოთხი მოთამაშე: ლაშა კურტანიძე, ნიკოლოზ ბოლქვაძე, ბექა გოგსაძე და გაიოზ ლაგაზაშვილი. საქართველო ტურნირზე მეხუთე ჯგუფში სლოვაკეთსა და რუმინეთთან ერთად არის განთესილ
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით 2022 წლის 12 აპრილს გაიმართება კონფერენცია თემაზე „სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად“. კონფერენცია, რომლის დევიზია „არც ერთი ბავშვი მზრუნველობის მიღმა“, ეძღვნება სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეს 15 მარტს და 12 აპრილს &n
სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჰალილ გიუვენმა და ასფავ ბეიენემ, ასევე მილენიუმის პროგრამის უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორმა ნოდარ სურგულაძემ შეხვედრა გამართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორთან, პროფ. ნინო დობორჯგინიძესთან და მასთან ერთად განიხილეს თანამშრომლობის პერ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქვეპროგრამას „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“. პროგრამა ითვალისწინებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემას ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე კურსების უმაღ
ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება და მიზნად ისახავს ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საერთაშორისო