ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი – სოციალური კომპეტენციების გაუმჯობესების ჯგუფი

განცხადებები

თუ გაწუხებთ შფოთვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს, ვერ იტანთ ყურადღების ცენტრში ყოფნას, ღელავთ სოციალურ სიტუაციებში, ეს კურსი დაგეხმარებათ მართოთ სოციალური შფოთვა და გაგიადვილოთ ადამიანებთან ურთიერთობა.

ჯგუფში განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

  • რა არის სოციალური შფოთვა და რა არასასურველი ფიქრები და ქცევები ახლავს;
  • შფოთვის შემცირებისთვის მარტივი ტექნიკების გაცნობა;
  • კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

ჯგუფური შეხვედრები შეადგენს 6 სესიას.

შეხვედრები წარიმართება ონლაინ ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით.

მონაწილეების რაოდენობა: 10-12

თითო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5-2 სთ

ჯგუფის წამყვანი: ანა პაპავა, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ფსიქოკონსულტანტი
სოციალური კომპეტენციების ჯგუფი არ არის ჯგუფური თერაპია. თქვენ არ მოგეთხოვებათ ისაუბროთ თქვენს სირთულეებსა და განცდებზე, თუ არ გინდათ, თუმცა სასურველია ჩაერთოთ შემოთავაზებულ სავარჯიშოებში.

მონაწილეობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შეხვედრები არ გააცდინოთ. ჯგუფი იქნება დახურული და შუა პროცესში ახალი წევრები არ დაემატებიან.

ვისთვის არის ჯგუფი განკუთვნილი?

თუ ამჩნევთ რომ ღელავთ სოციალური ურთიერთობისას ან თავს არიდებთ ნებისმიერ სოციალურ სიტუაციას, ლექციაზე სიტყვის გამოსვლას თუ ახალი ურთიერთობის წამოწყებას, ეს კურსი შესაძლოა თქვენი დამხმარე იყოს.

თუ გაწუხებთ ძლიერი სოციალური შფოთვა ან სხვა გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები (დეპრესიული გუნება-განწყობა, გახანგრძლივებული სტრესი, ადაპტაციის სირთულეები და/ან სხვ.), გთხოვთ ჩაეწეროთ ინდივიდუალურ სესიაზე (მოგვწერეთ მეილზე ispcc@iliauni.edu.ge).

ჯგუფის ჩატარების თარიღები:

5 აპრილი, 16:00

12 აპრილი, 16:00

19 აპრილი, 16:00

26 აპრილი, 16:00

3 მაისი, 16:00

10 მაისი, 16:00

ჩასაწერად გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე ispcc@iliauni.edu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ჯგუფის სახელი „სოციალური კომპეტენციების ჯგუფი“.

ჩაწერა გაგრძელდება 1 აპრილის ჩათვლით.

2022 წელი

ბანერები