ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი – ემოციის რეგულაციის ჯგუფი

განცხადებები

თუ გაწუხებთ ემოციის მართვის სირთულეები, ადვილად ღიზიანდებით ან ბრაზდებით, გიჭირთ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა ემოციური ფონის გამო, მაშინ ეს ჯგუფი შეიძლება დაგეხმაროთ.

ჯგუფში გავიხილავთ შემდეგ საკითხებს:

  • ინფორმაცია ემოციების შესახებ;
  • რა ტიპის რეაქცია გვაქვს ემოციებზე, როგორ მოქმედებს ემოციები ჩვენზე და რა მნიშვნელობა აქვს მათ ამოცნობას,
  • ემოციების მართვასა და გამოხატვის ტექნიკას. 

ჯგუფური შეხვედრები შეადგენს 6 სესიას.

შეხვედრები წარიმართება ონლაინ ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით.

მონაწილეების რაოდენობა: 10-12

თითო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5-2 სთ

ჯგუფის წამყვანი: თეკლა ლათიბაშვილი, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ფსიქოკონსულტანტი

ემოციური რეგულაციის ჯგუფი არ არის ჯგუფური თერაპია. თქვენ არ მოგეთხოვებათ ისაუბროთ თქვენს სირთულეებსა და განცდებზე, თუ არ გინდათ, თუმცა სასურველია ჩაერთოთ შემოთავაზებულ სავარჯიშოებში.

მონაწილეობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შეხვედრები არ გააცდინოთ. ჯგუფი იქნება დახურული და შუა პროცესში ახალი წევრები არ დაემატებიან.

თუ ძალიან გაწუხებთ ემოციური დისრეგულაცია ან გაქვთ სხვა გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები (დეპრესიული გუნება-განწყობა, გახანგრძლივებული სტრესი, ადაპტაციის სირთულეები და/ან სხვ.), გთხოვთ ჩაეწეროთ ინდივიდუალურ სესიაზე (მოგვწერეთ მეილზე ispcc@iliauni.edu.ge).

ჯგუფის ჩატარების თარიღები:

4 აპრილი, 16:00

11 აპრილი, 16:00

18 აპრილი, 18:00

2 მაისი, 16:00

9 მაისი, 16:00

16 მაისი, 16:00

ჩაწერისთვის გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე ispcc@iliauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ ჯგუფის სახელი „ემოციის რეგულაციის ჯგუფი“.

ჩაწერა გაგრძელდება 1 აპრილის ჩათვლით.

2022 წელი

ბანერები