სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ქალთა ისტორიის თვე – დისკუსია „ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში“

ღონისძიებები

ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება და მიზნად ისახავს ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) თანამშრომლობით 17 მარტს, 17:00 საათზე გეგმავს ჰიბრიდულ საჯარო დისკუსიას თემაზე „ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში“.

დისკუსიაზე გაგაცნობთ შთამაგონებელ ქალებს, რომლებმაც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიღწევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დემოკრატიის მშენებელობის პროცესში. მომხსენებლები სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას, ისაუბრებენ კარიერულ გზასა და გამოწვევებზე, რომლებსაც საქმიანობაში წააწყდნენ.

საჯარო დისკუსია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით.

ლექციაზე ნებისიერი ფორმატით დასწრების მსურველებს გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/3wwscdfb

გაითვალისწინეთ: ღონისძიებაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრებას შეძლებენ მხოლოდ რეგისტრირებული პირები, რომლებსაც წინასწარ ექნებათ რეგისტრაცია გავლილი.


მომხსენებლები

პირველი პანელი:

ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ნიკ ბერესფორდი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
ჯონ დიპირო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

მეორე პანელი:

თეონა აქუბარდია, საქართველოს პარლამენტის წევრი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი
ეკა აკობია, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი; საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

მოდერატორი

მარი დევიძე, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტი და ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი


სამუშაო ენები: ქართული/ინგლისური

დრო: 17 მარტი,17:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია G106 (ქაქუცა ჩოლოყაშვილის N⅗)

ფორმატი: ჰიბრიდული

2022 წელი

ბანერები