ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქვეპროგრამას „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“. პროგრამა ითვალისწინებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემას ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე კურსების უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ სტუდენტებზე, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში, ამასთან, აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომო სემესტრში მიღებული აქვთ დადებითი შეფასება:

  • პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს – 81 ქულა და მეტი;
  • დანაჩენ მიმართულებებზე ჩარიცხულთ – 91 ქულა და მეტი.

სტიპენდიის გასაცემად პირველ ეტაპზე განიხილება დაფინანსების საკითხი იმ სტუდენტებისა, რომლებიც სწავლობენ შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე (იხ. დანართი 1)

განაცხადები მიიღება 21 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით.

დეტალურ ინფორმაციას კონკურსის პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://batumi.ge/ge/ ან https://bit.ly/3Ie3yaQ

2022 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები