ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი – სტრესის მართვის ჯგუფი

განცხადებები

თუ გაწუხებთ ემოციური ან/და ფიზიკური დაძაბულობის განცდა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნებისმიერი მოვლენით ან აზრით, რაც შემდეგ იმედგაცრუების, გაბრაზების ან ნერვიულობის გრძნობას გიქმნით, მაშინ ეს ჯგუფი შეიძლება დაგეხმაროთ.

ჯგუფში განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

  • სტრესი და სტრესზე რეაქციები;
  • სტრესის გამომწვევი მიზეზები და შედეგები;
  • სტრესის მართვის ტექნიკები.

ჯგუფური შეხვედრები შეადგენს 6 სესიას.

შეხვედრები წარიმართება ონლაინ ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით.

მონაწილეების რაოდენობა: 10-12

თითო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5-2 სთ

ჯგუფის წამყვანი: ანა მეუნარგია, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ფსიქოკონსულტანტი

სტრესის მართვის ჯგუფი არ არის ჯგუფური თერაპია. თქვენ არ მოგეთხოვებათ ისაუბროთ თქვენს სირთულეებსა და განცდებზე, თუ არ გინდათ, თუმცა სასურველია ჩაერთოთ შემოთავაზებულ სავარჯიშოებში.

მონაწილეობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არ გააცდინოთ შეხვედრები. ჯგუფი იქნება დახურული და შუა პროცესში ახალი წევრები არ დაემატებიან.

თუ გაწუხებთ გახანგრძლივებული სტრესი ან სხვა გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები (დეპრესიული გუნება-განწყობა, მომატებული შფოთვა, ადაპტაციის სირთულეები და/ან სხვ.), გთხოვთ, ჩაეწეროთ ინდივიდუალურ სესიაზე (მოგვწერეთ მეილზე ispcc@iliauni.edu.ge).

ჯგუფის ჩატარების თარიღები:

8 აპრილი, 18:00

15 აპრილი, 18:00

29 აპრილი, 18:00

6 მაისი, 18:00

13 მაისი, 18:00

20 მაისი, 18:00

ჩაწერისთვის გთხოვთ, მოგვწეროთ მეილზე ispcc@iliauni.edu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ჯგუფის სახელი „სტრესის მართვის ჯგუფი“. ჩაწერა გაგრძელდება 1 აპრილის ჩათვლით.

2022 წელი

 

ბანერები