ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი ილიაუნიში

ახალი ამბები

სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჰალილ გიუვენმა და ასფავ ბეიენემ, ასევე მილენიუმის პროგრამის უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორმა ნოდარ სურგულაძემ შეხვედრა გამართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორთან, პროფ. ნინო დობორჯგინიძესთან და მასთან ერთად განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულებების სტუდენტებისათვის ორმაგი ხარისხის მინიჭების შესაძლებლობა.

სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ყოფილ რექტორს, პროფ. გიგა ზედანიას გადასცეს ჯილდო ტექნოლოგიების კორპუსის მშენებლობისა და ტექნოლოგიების სფეროში პროგრამების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 

2022 წელი

 

ბანერები