ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნის ფუტსალის გუნდის წევრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის 19 წლამდელთა ნაკრები 16 მარტიდან უეფას ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს.

ილიაუნის ფუტსალის გუნდიდან ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს ოთხი მოთამაშე: ლაშა კურტანიძე, ნიკოლოზ ბოლქვაძე, ბექა გოგსაძე და გაიოზ ლაგაზაშვილი.

საქართველო ტურნირზე მეხუთე ჯგუფში სლოვაკეთსა და რუმინეთთან ერთად არის განთესილი. ჯგუფის მეოთხე წევრი იყო რუსეთი, მაგრამ FIFA-ს საბჭოსა და UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით რუსეთს ეროვნულ და საკლუბო ჩემპიონატებზე მონაწილეობა აეკრძალა.  

ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ ჯგუფის პირველადგილოსნები, რომლებიც მასპინძელ ესპანეთს ¼ ფინალებში შეუერთდებიან.

ილიაუნელები ნაკრებთან ერთად უკვე რუმინეთში არიან და პირველი მატჩისთვის ემზადებიან.

„ჯვაროსნები“ პირველ შეხვედრას 16 მარტს, საქართველოს დროით 20:30 საათზე, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ - https://bit.ly/3i6VG0f

17მარტს, 20:30 საათზე, კი საქართველო სლოვაკეთს დაუპირისპირდება - https://bit.ly/3IeJQf8

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ილიაუნელებს და ჩვენი ქვეყნის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე.

 2022 წელი

ბანერები