ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი – მაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის მართვის პროგრამა (MBSR)
განცხადებები
რა არის მაინდფულნესი?
მაინდფულნესი ნიშნავს არაგანსჯით დამოკიდებულებასა და ყურადღების გამახვილებას აწმყოში არსებულ მოვლენებზე, ანუ ეს არის „აქ და ამჟამად“ ყოფნის მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი აზრების, გრძნობებისა და მოქმედებათა ამოცნობას აღმოცენების მომენტშივე, ავტომატურ რეაქციაში გადასვლის გარეშე. ის მედიტაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ადამიანს ეხმარება თავისი თავი გაიგოს? და დაინახოს ისეთი, როგორიც არის.
მაინდფულნესის დროს გამოყენებული სავარჯიშოები არ არის სარელაქსაციო ტექნიკა, არც ტრანსის მდგომარეობა, მაინდფულნესი არც რეალობიდან გაქცევის მცდელობაა. ეს არის თვითრეგულირების საშუალება, რომლის მიზანია სააზროვნო პროცესების გაცნობიერებული მართვა და ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენს ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. სესიებზე გამოყენებული მედიტაციური სავარჯიშოები ხელს უწყობს საკუთარი თავის უკეთ გაგება/შეცნობას ილუზიების, შეფასებების და/ან წინააღმდეგობათა გარეშე.
რა შეიძლება ვისწავლოთ მაინდფულნესის პრაქტიკით?
- სტრესის დონის შემცირება;
- „აქ და ამჟამად“ ყოფნის განცდა;
- ემოციების, აზრებისა და სხეულებრივი შეგრძნებების გაცნობიერება;
- ყურადღების ფოკუსირება;
- სინამდვილისა და რეალობის მიღება კრიტიკის გარეშე;
- ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ჯგუფური შეხვედრები შეადგენს 8 სესიას.
შეხვედრები წარიმართება ონლაინ ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით.
მონაწილეების რაოდენობა: 10-12
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5-2 სთ
მაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის მართვის ჯგუფი არ არის ჯგუფური თერაპია. თქვენ არ მოგეთხოვებათ, ისაუბროთ თქვენს სირთულეებსა და განცდებზე, თუ არ გინდათ, თუმცა სასურველია ჩაერთოთ შემოთავაზებულ სავარჯიშოებში.
მონაწილეობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შეხვედრები არ გააცდინოთ. ჯგუფი იქნება დახურული და შუა პროცესში ახალი წევრები არ დაემატებიან.
თუ გაწუხებთ გახანგრძლივებული სტრესი ან სხვა გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები (დეპრესიული გუნება-განწყობა, მომატებული შფოთვა, ადაპტაციის სირთულეები და/ან სხვ.), გთხოვთ ჩაეწეროთ ინდივიდუალურ სესიაზე (მოგვწერეთ მეილზე ispcc@iliauni.edu.ge).
ჯგუფის ჩატარების თარიღები:
8 აპრილი, 15:00
15 აპრილი, 15:00
29 აპრილი, 15:00
6 მაისი, 15:00
13 მაისი, 15:00
20 მაისი, 15:00
27 მაისი, 15:00
3 ივნისი, 15:00
ჩაწერისთვის გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე ispcc@iliauni.edu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ჯგუფის სახელი „MBSR“. ჩაწერა გაგრძელდება 1 აპრილის ჩათვლით.
2022 წელი