კომპანია „კრედო“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2015 წლის 14 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, მართავს ბავშვის განვითარებისა და აღზრდის საკითხებისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციების სერიას.კომპანიის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივე
6-9 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური ვორკშოპი - “თბილისი: განსაკუთრებული სცენარი”.ვორკშოპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და OTH რეგენსბურგის ტექნოლოგიური უნივერსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით - 10 000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოებები გამოქვეყნებული უნდა
2015 წლის 11 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი გიწვევთ ინსტიტუტში დაგეგმილი კვლევითი პროექტებისა და ახალი თაობის სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის - საველე და სტაციონარული კვლევებისათვის საჭირო ორი სახეობის გრავიმეტრის პრეზენტაციაზე. ილიას სახელმწიფო უნივერ
10 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, გიორგი ვეშაპიძესთან.საუბრის თემა: "უცნობი ლაზერი"მოხსენება შეეხება ლაზერის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებას და იმ მნიშვნელო
უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობა ქართულ მხარეს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისთვის შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად: 10 სასწავლო სტიპენდია სრული და ნაწილობ
10 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის მართვის ინსტიტუტის ორგანიზებით, „ბანკ რესპუბლიკის“ წარმომადგენელი ილიაუნის ლიდერთა სკოლის 50 საუკეთესო სტუდენტს შეხვდება. შეხვედრის თემაა სამომამვლო ურთიერთთანამშრომლობა. „ბანკი რესპუბლიკა“ სამუშაოდ იწვევს ილი
8 დეკემბერს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეულ ლექტორთან, არჩილ გამზარდიასთან. ინტერვიუში ბატონი არჩილ გამზარდია ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარეობს მისი შევიწროება პოლიტიკური მოტივით. გვინდა განვაცხადოთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის აკადემიური თა
10 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus + მიმდინარე კონკურსების შესახებ.Erasmus + გაცვლითი პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს სასწავლ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ხორციელდება პროგრამა, რომლის მიზანია აკადემიური კვლევების, კვლევითი დიზაინისა და კვლევითი მეთოდების განვითარება, ასევე საქართველოში კვლევების ხელშეწყობა, როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით.აღნიშნული
სექტემბრის თვიდან დაიწყო საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის 2015 წლის თასის გათამაშება ფუტსალში. საასპარეზოდ თავი მოიყარეს ქვეყნის 27 უმაღლესი სასწავლებლის გუნდებმა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთელები F ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ზედიზედ სძლიეს სპორტის უნივერსიტეტის (4:2), კავკასიის საერთაშორისო უნივერს
21 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, პარი 8 ვენსენ სენ-დენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი, მათიო რენო, წაიკითხავს საჯარო ლექციას - "მუსლიმური კომუნიზმის იდეა: მირსაიდ სულთან გალიევი (1892-1940)".ლ