ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

კონკურსები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისთვის მაგისტრატურისა (პროგრამა მოიცავს როგორც ერთ, ისე ორწლიან სამაგისტრო კურსს) და დოქტორანტურის საფეხურებზე პოლიტიკის მეცნიერებების განხრით.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი მდებარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში და არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი მსოფლიოში, უნივერსიტეტის ყველა პროგრამა აღიარებულია როგორც ევროპის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

CEU სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას და გრანტს. ინფორმაცია დაფინანსების შესახებ იხილეთ მოცემულ ბმულზე: http://www.ceu.edu/admissions/funding-fees

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია და წარადგინოს საჭირო საბუთები.

საბუთების წარდგენისა და აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 2016 წლის 4 თებერვალი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილები ან ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს: www.ceu.edu

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები