ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი: "ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა სკოლამდელ ასაკში“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას 18-კრედიტიან აკრედიტებულ  პროგრამაზე – "ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა სკოლამდელ ასაკში".

კურსი განკუთვნილია ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ბაღში მუშაობა სურს ან სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებს.

კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე. აქედან ბოლო 6 კვირა დაეთმობა პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსის შესაბამისი სალექციო საათები ჩატარდება დღის მეორე ნახევარში, კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი). კურსი გულისხმობს ინდივიდუალური დავალებების შესრულებასა და გარკვეული დამხმარე ლიტერატურის დამუშავებას.

კურსის მონაწილეებს, მათ მიერ დაგროვილი ქულებისა და საბოლოო შეფასების შესაბამისად, გადაეცემათ სერტიფიკატები, გავლილი საკრედიტო საათების მითითებით.

სწავლის ღირებულება: 600 ლარი

სწავლის დაწყების თარიღი: 2016 წლის 22 თებერვალი

კურსის გავლის მსურველებმა მოკლე ავტობიოგრაფია, სამოტივაციო წერილი და პირადობის მოწმობა უნდა გადმოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: preschoolcenter@iliauni.edu.ge  ან 10:00-დან 18:00 საათამდე მოიტანონ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი, I სართული (შემოსასვლელი ფალიაშვილის ქუჩიდან).

კურსზე დამსწრეები შეირჩევიან გასაუბრების შედეგად.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა: 2015 წლის 14 თებერვალ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: (+995) 555 29 33 15

თემები:

  1. ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები
  2. სკოლამდელი დაწესებულების სააღმზრდელო პროცესი: მიზანი, შინაარსი, ფორმა
  3. სკოლამდელი დაწესებულების კურიკულუმის ტიპები, აქტივობების დაგეგმვა და მართვა
  4. ბაღი, როგორც მხარდამჭერი გარემო
  5. პოზიტიური გაძღოლა
  6. დაკვირვება, შეფასება და მშობლებთან კომუნიკაცია
  7.  ჩანაწერების და პორტფოლიოს წარმოება
  8. კომუნიკაციის ხელშეწყობა ადრეულ ასაკში
  9. სწავლისა და განვითარების ხელშემწყობი მეთოდები
  10. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიები
  11. ბავშვის ფუნდამენტური უფლებების დაცვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში
  12. ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარებისათვის საჭირო საკითხების ადვოკატირების პრინციპები
ბანერები