ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სასერტიფიკატო კურსი SPSS-სა და სტატისტიკაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე SPSS-სა და სტატისტიკაში: რაოდენობრივ მონაცემთა დამუშავება რთული სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით Advanced SPSS.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) გთავაზობთ რაოდენობრივ მონაცემთა დამუშავების რთული სტატისტიკური და ანალიზის მეთოდების შემსწავლელ კურსს (Advanced SPSS). კურსი განკუთვნილია საჯარო ან სხვა სფეროში დასაქმებულ პირთათვის (სტატისტიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, სტუდენტი, მკვლევარი), ვისაც პროფესიული საქმიანობის დროს შეხება აქვს ემპირიული მონაცემების დამუშავებასთან და გააჩნია SPSS პროგრამის საბაზისო ცოდნა.

კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მონაცემთა დამუშავების რთული სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში. კურსი ითვალისწინებს სტატისტიკისა და SPSS-ის, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, კომბინირებულ შესწავლას.

სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე მცირერიცხოვან ჯგუფებში (10-15 მონაწილე). კურსს უძღვება კვალიფიციური პედაგოგი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. ტრენინგის განმავლობაში, თეორიულ კომპონენტთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

კურსის ფარგლებში შეისწავლება:

  • ფაქტორული ანალიზი. ფაქტორების ინტერპრეტაციის საკითხები;
  • წრფივი რეგრესიული ანალიზი, რეგრესიული ანალიზის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები (კორელაციის კოეფიციენტი, ნაწილობითი კორელაციები, რეგრესიის კოეფიციენტები, რეგრესიის ნორმირებული კოეფიციენტები და მათი ინტერპრეტაცია);
  • ლოგისტიკური რეგრესია (მიმოხილვა);
  • კლასტერული ანალიზი: ტიპები და მეთოდები.

კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს. რომლებიც გადანაწილდება 4 კვირის განმავლობაში (20.02.16-13.03.16). მეცადინეობები გაიმართება შაბათსა და კვირას.

კურსის ღირებულება: 350 ლარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 თებერვალი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და CV-ისთან ერთად გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: pprtc@iliauni.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - SPSS Advanced Course.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები