ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრის, შალვა ბარჯაძის, საჯარო ლექცია: საქართველოს სპელეოფაუნა

ღონისძიებები

28 იანვარს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართან, შალვა ბარჯაძესთან.
საუბრის თემაა: "საქართველოს სპელეოფაუნა".

შეხვედრაზე განხილული იქნება საკითხები საქართველოს სპელეოფაუნის კვლევის ისტორიიდან და სპელეოფაუნის ფორმირების გზები; მოცემული იქნება ინფორმაცია ლოკალ-ენდემური ტროგლო და სტიგობიონტი სახეობებისდა მათი კონსერვაციული სტატუსის შესახებ. ყურადღება გამახვილდება საქართველოს მღვიმეებში მობინადრე კუდფეხიანების თანამედროვე გამოკვლევაზე მასკანირებელი მიკროსკოპისა და მოლეკულური მეთოდისგამოყენებით.

დრო: 28 იანვარი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)  

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები