ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Global Game Jam (GGJ) 2016 სტარტს Gamelab Iliauni-ში აიღებს

ღონისძიებები

29 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორიის - Gamelab Iliauni-ის ორგანიზებით, სტარტს აიღებს კომპიუტერული თამაშების შემქმნელთა ყველაზე დიდი მარათონი - Global Game Jam (GGJ). 29 იანვარს, Gamelab Iliauni თავს მოუყრის ქვეყნის მასშტაბით კომპიუტერული თამაშების ყველა მოყვარულს და ისინი ერთად დაელოდებიან  2016 წლის Global Game Jam (GGJ)-ის თემის გამოცხადებას. Gamelab Iliauni-ში ისინი შეხვდებიან მსოფლიოში აღიარებულ გეიმდიზაინერს, მარკ რეინ ჰაგენს, რომელიც მონაწილეებს მენტორობას გაუწევს გეიმჯემის მსვლელობისას.

30 იანვარს, 11:00 საათიდან კი, მომდევნო 48 საათის განმავლობაში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაარსებულ პირველ ქართულ ტექნოლოგიურ პარკში (ტექნოპარკი საქართველო) Global Game Jam (GGJ)-ის მონაწილე გუნდები თემის შესაბამისი თამაშების პროტოტიპებს შექმნიან.

რა არის Global Game Jam (GGJ)?

ბოლო 11 წელია, Global Game Jam (GGJ) სისტემატურად ტარდება წელიწადში მინიმუმ ერთხელ მსოფლიოს უამრავ ადგილას. ეს არის ერთგვარი ჰაკათონი -  კომპიუტერული თამაშებით დაინტერესებული სხვადასხვა გამოცდილების მქონე მონაწილეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთსა და იმავე დროს იკრიბებიან გარკვეულ სივრცეში და ელოდებიან ჰაკათონის თემის გამოცხადებას. შემდეგ კი, 48 საათის განმავლობაში  ქმნიან გუნდებს და თემის შესაბამისი თამაშის პროტოტიპებს, რომელსაც ტვირთავენ ვებგვერდზე გლობალურიგეიმჯემის დასრულებისას.

2015 წელს, გლობალურ გეიმჯემზე, მსოფლიო მასშტაბით, 25 000 მონაწილე და 78 ქვეყანაში 600-მდე ადგილი იყო რეგისტრირებული, ერთ კვირაში კი 5 439 თამაში შეიქმნა მსოფლიო მასშტაბით, 2015 წელს საქართველო პირველად შეუერთდა Global Game Jam-ს ილიაუნის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორიიდან Gamelab Iliauni-დან.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება Global Game Jam-ში?

Global Game Jam-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც კომპიუტერული თამაშები აინტერესებს. სხვადასხვა ტიპის გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს ინოვაციური იდეების განხორციელებას.

  • Global Game Jam 2016-ში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://globalgamejam.org/2016/jam-sites/gamelab-iliauni

განრიგი:

29 იანვარი, 19:00 საათი 

ჰაკათონის თემის გამოცხადება და შეხვედრა ცნობილ გეიმდიზაინერთან, მარკ რეინ ჰაგენთან, რომელიც გუნდებს გაუწევს მენტორობას გეიმჯემის განმავლობაში.                

Gamelab Iliauni
მისამართი: თამარაშვილის ქ. #4ა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 ოთახი 

30 იანვარი, 11:00 საათი

ჰაკათონი

ქართული ტექნოლოგიური პარკი (ტექნოპარკი საქართველო)
მისამართი: ინოვაციების ქ. #7 ოქროყანა

გადაცემა ”კომუნიკატორის” სიუჟეტი 2015 წელს ორგანიზებული ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე:http://1tv.ge/ge/videos/view/100152.html

პროექტის სპონსორები და მხარდამჭერები: GameLabIliauni,  GITA, GeoLab, Microsoft Georgia

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები