ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის პირველი ფორუმი

ღონისძიებები

30 იანვარს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში, ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის პირველი ფორუმი გაიმართება.

ღონისძიება მოიცავს 2015 წლის აქტივობების შეჯამებას და კლუბების ქსელის სამომავლო გეგმების განხილვას. ფორუმის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ჩატარდება საგრანტო პროექტების წერისა და ინოვაციურობის ტრენინგი. გარდა ამისა, მეწარმეობით, მათემატიკითა და ასტრონომიით დაინტერესებული პედაგოგები გაეცნობიან ინფორმაციას, რაც მათ დაეხმარება ქსელში გაწევრიანებისთვის - 2016 წელს, პროექტს დაემატება ინოვაციური კომპონენტი, მეწარმეობის, მათემატიკისა და ასტრონომიის კლუბები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან შეთავაზებული იქნება სხვადასხვა სახის პროექტი და ტრენინგი ილიაუნის მომავლის სამრეწველო ლაბორატორიასა და ილიაუნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. აგრეთვე, ამ მიმართულებით ქსელში ჩართული საგნის მასწავლებლები გაივლიან ტრენინგებს მოზარდებში არაფორმალური განათლების წარმატებით დანერგვისათვის და დაეუფლებიან სწავლების უახლეს მეთოდებს.

ფორუმის ბოლოს, კლუბის ლიდერებს, რომლებიც 2015 წელს შემოუერთდნენ ქსელის აქტივობებს, ილიაუნის საპატიო ელჩების წოდება და მადლობის სიგელი გადაეცემათ.
ასევე, ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცემა ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მბულზე.

დრო: 30 იანვარი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები