ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ღონისძიებები

26 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე. წარმოდგენილი იქნება ინსტიტუტში გაერთიანებული ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის, აუტიზმის ცენტრის, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრისა და განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო პრაქტიკული ცენტრის 2015 წლის ანგარიში; ასევე, განხილული იქნება 2016 წლისთვის დაგეგმილი აქტივობები - ტრენინგები, სასერტიფიკატო პროგრამები, სერვისები და კვლევები.

დრო: 26 იანვარი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები