ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ღია სტუდენტური კონკურსი საცხოვრებელი კომპლექსის დაპროექტებისთვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს ღია სტუდენტურ კონკურსს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი კომპლექსის დაპროექტების თაობაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების არქიტექტურის მიმართულების/პროგრამის სტუდენტებს ან სტუდენტთა ჯგუფებს (არაუმეტეს 3 სტუდენტის შემადგენლობით).

კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან.

კონკურსთან დაკავშირებული საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება 3 და 17 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე (ოთახი H114, თამარაშვილის ქ. #4ა).

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2016 წლის 13 მაისს. პირველი სამი ადგილის მფლობელები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

I ადგილი - 1000 ლარი;

II ადგილი - 800 ლარი;

III ადგილი - 500 ლარი.

განაცხადები მიიღება 15 მარტის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H115 ოთახში (თამარაშვილის ქ. #4ა).

საინფორმაციო შეხვედრა ღია სტუდენტურ კონკურსთან დაკავშირებით

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი ბრძანება.

კონკურსზე წარსადგენი მასალა/დოკუმენტაცია ეტაპების მიხედვით: დანართი 1, დანართი 2.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტა: popupcity@iliauni.edu.ge

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები